ირაკლი კობაიძე- „ქართული ოცნების“ მხრიდან არასდროს გაკეთებულა ანტიდასავლური განცხადებები, მაგრამ რადიკალური ოპოზიცია მუდმივად აკეთებს ანტიქართულ განცხადებებს, როდესაც ამბობს, რომ საქართველოს არ ეკუთვნის კანდიდატის სტატუსი

„ქართული ოცნების“ მხრიდან არასდროს გაკეთებულა ანტიდასავლური განცხადებები, მაგრამ რადიკალური ოპოზიცია მუდმივად აკეთებს ანტიქართულ განცხადებებს,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

კობახიძის თქმით, რადიკალური ოპოზიციის ანტიქართული განცხადებები უპირისპირდება ეროვნულ ინტერესებს.

„მაქსიმუმი კეთდება, მათ შორის, პრემიერის მხრიდან იმისათვის, რომ ქვეყანამ მიიღოს კანდიდატის სტატუსი. არაფერი ანტიდასავლური განცხადება არ გაკეთებულა არასდროს „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების მხრიდან, მაგრამ რადიკალური ოპოზიცია მუდმივად აკეთებს ანტიქართულ განცხადებებს, როდესაც ის ამბობს, რომ საქართველოს არ ეკუთვნის კანდიდატის სტატუსი. ეს არის მართლაც ანტიქართული განცხადებები, ეს არის რადიკალური ოპოზიციის მიდგომა. აქედან გამომდინარე, საკუთარ განცხადებებში ჩაიხედონ და სწორად შეაფასონ ის განცხადებები, რომელსაც აკეთებენ. მათი ანტიქართული განცხადებები, რა თქმა უნდა პირდაპირ უპირისპირდება ჩვენს ეროვნულ ინტერესებს.“-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

დავით ქართველიშვილი პოლინეთის აქციებზე: ყველაფერი უფრო და უფრო ჰგავს კარგად დაგეგმილ...

„დონალდ ტუსკის მთავრობა, ევროპული ლიბერალური წრეების მხარდაჭერით, თანმიმდევრულად ასუსტებს იმ ეროვნულ ინსტიტუტებს, რომლებსაც ჯერ კიდევ შეუძლიათ პოლონეთის დამოუკიდებელი პოზიციის დაცვა,“ - წერს სოციალურ...