ირაკლი კირცხალია ეუთო-ს დელეგაციის ვიზიტზე: მნიშვნელოვანი, ობიექტური მესიჯები გამოვიდა იმიტომ, რომ ძალიან მაღალ დონეზე ჰქონდათ მათ შეხვედრები აღმასრულებელ თუ საკანონმდებლო დონეზე. ე.წ. ოპოზიციასაც შეხვდნენ ისინი

ეუთო-ს დელეგაციის ვიზიტი შეაფასა გადაცემაში „იმედი LIVE“ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ.

კირცხალიას თქმით, ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი, კარგი და დადებითი ვიზიტი.

„მნიშვნელოვანი, ობიექტური მესიჯები გამოვიდა იმიტომ, რომ ძალიან მაღალ დონეზე ჰქონდათ მათ შეხვედრები აღმასრულებელ თუ საკანონმდებლო დონეზე. ე.წ. ოპოზიციასაც შეხვდნენ ისინი. ყველას შეხვდნენ ვისთანაც მათ ჰქონდათ ინტერესი“, – აღნიშნა მან.

ირაკლი კირცხალიას განცხადებითვე, საქართველოს ხელისუფლება მიესალმება ნებისმიერი სერიოზული საერთაშორისო ორგანიზაციის ყველა ისეთ ვიზიტს, რა დროსაც მათი მხრიდან განცხადებები ობიექტურ საწყისებზე იქნება გაკეთებული.

„ჩვენ ასეთ რიტორიკასთან გვაქვს დღეს საქმე და ეს არის ძალიან მისასალმებელი.

კიდევ ერთხელ დაინგრა თურმე ის მითი, რომ ღობე იყო მოქლიბული პრეზიდენტის რეზიდენციასთან. დაინგრა მითი – ე.წ. ღობის საქმე. რეალურად, ძალიან ავტორიტეტულმა ორგანიზაციამ დაგმო ის თავდასხმა, რომელი თავდასხმაც მთელმა მსოფლიომ ნახა პირდაპირ ეთერში. მთელმა ქვეყანამ ნახა პირდაპირ ეთერში“, – აღნიშნა ირაკლი კირცხალიამ.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ირაკლი კირცხალია კოტე კემულარიას განცხადებაზე: პოლიტიკურად საკონსტიტუციოში სამართლდება ის ძალა, რომელიც...

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ, კომენტარი გააკეთა ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, კოტე კემულარიას განცხადებაზე, რომელმაც ,,ნაციონალური მოძრაობის" დროს, სასამართლოს პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებებში პროკურატურის ჩარევაზე გაამახვილა...