ირაკლი ქადაგიშვილი – როცა პოლიტიკურად გაბანკროტებული ხარ, ზედაპირზე ტივტივისთვის ერთადერთია, რომ პროვოკაცია მოაწყო, შემდეგ ვინმემ ხელი მოგიქნიოს და იწუწუნო

როცა ადამიანთა ჯგუფი სახლში გივარდება, გაგინებს, გწყევლის და ყველა მეთოდს მიმართავს, რომელიც შეიძლება ადამიანის მწყობრიდან გამოყვანას ემსახურებოდეს და თან პოლიციის კორდონს და ჯებირს ანგრევენ, რატომ უკვირთ, რომ იქითაც ადამიანები არიან და მათაც მოთმინების ფიალა ევსებათ? – ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, როცა პოლიტიკურად აბსოლუტურად გაბანკროტებული ხარ, ზედაპირზე ტივტივისთვის ერთადერთია, რომ პროვოკაცია მოაწყო.

„შემდეგ ვინმემ ამაზე ხელი მოგიქნიოს და შემდეგ იწუწუნო და იტირო; საგზლად კი ხიდაშელსა და ზურაბიშვილს ამერიკაში გაატანო, რომ თურმე აქ რას გვიშვებიან“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ნიკოლოზ მეტრეველი: ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტზე ოპოზიციისა და მასთან დაახლოებული მედიის დიდი...

ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტზე ოპოზიციისა და მასთან დაახლოებული მედიის დიდი ნაწილის დუმილი განსაკუთრებით თვალშისაცემია. მათ შემყურე კაცს ეგონება, თვითმფრინავმა თბილისს თავზე გადაუფრინა და გზა გააგრძელა...