ირაკლი ჩიქოვანი „ფრანკლინის კლუბის“ მიერ ქართულ დამწერლობასთან დაკავშირებით გამოთქმულ მოსაზრებას ეხმიანება

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი ჩიქოვანი „ფრანკლინის კლუბის“ მიერ ქართულ დამწერლობასთან დაკავშირებით გამოთქმულ მოსაზრებას ეხმიანება.

„ყველა კარგად ხვდება, რომ ეს ყველაფერი მიმართულია საქართველოს სახელმწიფოსა და ქართული იდენტობის წინააღმდეგ. ძალიან მნიშვნელოვანია, ყველანი ყურადღებით ვიყოთ, რათა ასეთ რაღაცებს ჩვენს საზოგადოებაში ნამდვილად არ ჰქონდეს ადგილი და არ ეცადონ ჩვენს შვილებსა და ახალგაზრდობას ეს აზრი თავს მოახვიონ“, – განაცხადა ჩიქოვანმა.

„ფრანკლინის კლუბი“ ამჯერად კითხვის ნიშნის ქვეშ მსოფლიო დამწერლობის რაოდენობას აყენებს. ფრანკლინის კლუბი, რომელიც მეცნიერებაზე უფრო მეტად, „გუგლის“ საძიებო სისტემას ენდობა, ამტკიცებს, რომ მსოფლიოში იმაზე უფრო მეტი დამწერლობაა, ვიდრე აქამდე ვიცოდით.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

დავით ქართველიშვილი პოლინეთის აქციებზე: ყველაფერი უფრო და უფრო ჰგავს კარგად დაგეგმილ...

„დონალდ ტუსკის მთავრობა, ევროპული ლიბერალური წრეების მხარდაჭერით, თანმიმდევრულად ასუსტებს იმ ეროვნულ ინსტიტუტებს, რომლებსაც ჯერ კიდევ შეუძლიათ პოლონეთის დამოუკიდებელი პოზიციის დაცვა,“ - წერს სოციალურ...