Insa: გერმანელთა 78% მერცის მუშაობით უკმაყოფილოა

გერმანელების მხოლოდ 14%-ს მიაჩნია, რომ ქვეყნის მოქმედი კანცლერი, ფრიდრიხ მერცი, ამ თანამდებობისთვის შესაფერისია. მთავრობის ხელმძღვანელით რესპონდენტთა 78% უკმაყოფილოა, – იუწყება სოციოლოგიური ინსტიტუტ Insa-ს გამოკითხვა, რომელიც Bild-ისთვის ჩატარდა. ერთი კვირის წინანდელ გამოკითხვაში ეს მაჩვენებლები, შესაბამისად, 16%-ს და 77%-ს შეადგენდა.

მერცის პოპულარობა წელზე მეტია, მცირდება. 2025 წლის ივნისში, ახალი მთავრობის მუშაობის დაწყებიდან დაახლოებით ერთ თვეში, კანცლერს გერმანელების 36% უჭერდა მხარს. ახლა რესპონდენტთა 31%-ს მიაჩნია, რომ მმართველი ბლოკიდან (CDU/CSU) მერცზე ეფექტიანი შესაძლოა ბავარიული CSU-ს ლიდერი, მარკუს ზიოდერი ყოფილიყო.

თავად ზიოდერმა საჯაროდ დაუჭირა მხარი მერცს და ხაზგასმით აღნიშნა, რომ CSU „არცერთ შემთხვევაში“ არ წამოაყენებს კანცლერის შეცვლის ინიციატივას. Bild-თან ინტერვიუში ზიოდერმა განაცხადა, რომ საქსონია-ანჰალტში ულტრამემარჯვენე „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) გამარჯვება გახდა „უკმაყოფილების ყველაზე ხმამაღალი სიგნალი გერმანიის ისტორიაში“ და ეს მოწმობს „არა კოალიციის კრიზისს, არამედ სრულიად გერმანიის კრიზისს“. CSU-ს ლიდერმა აღნიშნა, რომ მერცი საზღვარგარეთიდან მართული აგრესიული კამპანიის სამიზნე გახდა.

„თვითონ შეხედეთ: კვირას პრეზიდენტი დონალდ ტრამპიც და ვლადიმერ პუტინიც აქტიურად უწევდნენ აგიტაციას AfD-ს. მომხდარა ასეთი რამ ბოლო 60 წლის განმავლობაში, რომ მოსკოვი და ვაშინგტონი ასე აქტიურად ჩარეულიყვნენ რეგიონულ არჩევნებში?“ – განაცხადა ზიოდერმა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

გიორგი გამსახურდია: ზოგი პოლიტიკოსი რომ დამდგარა, აი ჩვენ იმდენი გადავიტანეთ და...

ზოგი პოლიტიკოსი რომ დამდგარა და ბაზრობს, რომ აი ჩვენ იმდენი გადავიტანეთ, ამას გავუძელით, იმას გავუძელით და ვალს ადებენ, თავიანთი ჭკუით ბიძინას. რასაც მოესწარით, ყველაფერს...