ილონ მასკი: ენჯეოები ისტორიაში ყველაზე დიდი აფერაა – ამ საქმეში ჯორჯ სოროსი ძალიან კარგი იყო, ის სისტემური ჰაკერივითაა ილონ მასკი

აშშ შეიძლება ფინანსურ კრახამდე მივიდეს, თუ გააგრძელებს მრავალრიცხოვანი არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსებას, რომლებიც ისტორიაში ყველაზე დიდ აფერად შეიძლება ჩაითვალოს, – განაცხადა აშშ-ის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ილონ მასკმა ჯო როგანის პოდკასტში.

წამყვანის კითხვაზე შეიძლება თუ არა „ენჯეოები“ გიგანტურ პროპაგანდისტულ მანქანად ან რეჟიმების შეცვლის უზარმაზარ სისტემად ჩაითვალოს, მასკმა დადებითი პასუხი გასცა.

მასკმა ჯორჯ სოროსს გავლენის გლობალური მექანიზმის არქიტექტორი უწოდა, რომელიც „ენჯეოებს“ პოლიტიკური და იდეოლოგიური ინტერესების გასატარებლად იყენებდა მთელს მსოფლიოში.

„ამ საქმეში ჯორჯ სოროსი ძალიან კარგი იყო. ჯორჯ სოროსი სისტემური ჰაკერივითაა. ის მიხვდა, როგორ უნდა გაეტეხა სისტემა. ის არბიტრაჟის გენიოსია. ის მიხვდა, რომ შეიძლება არც თუ ისე დიდი თანხის გამოყენება არაკომერციული ორგანიზაციის შესაქმნელად, შემდეგ კი პოლიტიკოსების ლობირება, რათა მათ უამრავი თანხა ამ არაკომერციულ ორგანიზაციაში შემოეტანათ. ამგვარად, თქვენ შეგიძლიათ, ვთქვათ, 10 მილიონი დოლარი აიღოთ არაკომერციული ორგანიზაციის შესაქმნელად და შემდეგ ის არასამთავრობო ორგანიზაციად აქციოთ მილიარდი დოლარით“, – განაცხადა მასკმა.

მისი თქმით, არაკომერციული ორგანიზაცია უცნაური სიტყვაა. ეს უბრალოდ არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომლის დაფინანსებასაც სახელმწიფო აგრძელებს, მას აქვს ლამაზი სახელი, მაგალითად, მშვიდობის ინსტიტუტი ან რამე მსგავსი, მაგრამ სინამდვილეში ეს ფულის გათეთრების მანქანაა.

მასკმა ასევე აღნიშნა, რომ ძალიან ბევრმა ადამიანმა მთავრობაში იცის, რომ ეს ორგანიზაციები არანაირ მნიშვნელოვან სამუშაოს არ ასრულებენ.

„ეს გიგანტური აფერაა. ერთ-ერთი ყველაზე დიდი, შეიძლება ყველაზე დიდიც კი ისტორიაში“, – აღნიშნა მასკმა და დასძინა, რომ „ენჯეოების“ საერთო რაოდენობა მილიონებს შეადგენს, თუმცა ყველაზე მსხვილი ორგანიზაციების ციფრი ათობით ათასია.

მსგავსი სიახლეები

Financial Times: ევროპა რუსეთთან სარაკეტო შეიარაღების შეზღუდვის შესახებ მოლაპარაკებების შესაძლებლობას განიხილავს

Financial Times-ის ცნობით, ევროპელი ოფიციალური პირები მზად არიან, განიხილონ „ცივი ომის“ პერიოდის სამხედრო დაპირისპირების თავიდან აცილების მექანიზმების აღდგენა. როგორც გამოცემა იუწყება, ევროპელები მზად არიან რუსებთან...

Financial Times: ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი რუსეთთან არაფორმალური საკომუნიკაციო არხების აღდგენის ინიციატივით...

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრის უეს სთრითინგის განცხადებით, ლონდონმა და მოსკოვმა კომუნიკაციის ახალი, არაფორმალური არხები უნდა შექმნან, რათა მოსკოვის მიერ მხარდაჭერილი „სახელმწიფო ტერორიზმის“ ფონზე არასწორი...

ტრამპმა დაუშვა, რომ სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში უკრაინის საზღვრები შესაძლოა შეიცვალოს

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ტელეკომპანია CBS-თან ინტერვიუში უკრაინაში ომის დასრულების სამშვიდობო შეთანხმებაზე საუბრისას განაცხადა, რომ შეთანხმების შედეგად უკრაინის საზღვრებმა შესაძლოა ცვლილება განიცადოს. კითხვაზე, ელოდება თუ...

POLITICO: ევროკავშირის დიპლომატიის ხელმძღვანელს, კაია კალასს კიდევ ერთი მტერი ჰყავს, ვისაც...

ევროკავშირის დიპლომატიის ხელმძღვანელს, კაია კალასს კიდევ ერთი მტერი ჰყავს, ვისაც მისი თანამდებობიდან ჩამოშორება სურს - ეს მარინ ლე პენია, - წერს გამოცემა POLITICO. პარტია „ეროვნული...