ილონ მასკი ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ დაფინანსებულ “როიტერს”, “დიფ სტეიტის” კორუმპირებულ მედიას უწოდებს

“დემოკრატების “დიფ სტეიტის” მიერ დაფინანსებული კორუმპირებული მედია! – ასე გამოეხმაურა აშშ-ის მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის მომავალი ხელმძღვანელი, ილონ მასკი, ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ბაიდენის ადმინისტრაციამ “როიტერს” 300 მილიონზე მეტი გადაუხადა.

კერძოდ, ირკვევა, რომ აშშ-ის ჯერ კიდევ მოქმედმა ადმინისტრაციამ, მთავრობის კონტრაქტების მეშვეობით “როიტერს” 300 მილიონ აშშ დოლარზე მეტი გადაუხადა.

გავრცელებული ინფორმაციით, 11 სამთავრობო სააგენტო, რომელიც მასკის ბიზნესის გამოძიებით იყო დაკავებული, მილიონებს უხდიდა აღნიშნულ მედიას კომპანიების Tesla, SpaceX და X-ის მიზანში ამოღებისთვის.

მასკმა ამ ინფორმაციას “სიგიჟე” უწოდა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

დავით ჩიხელიძე: ლერი ბერიტაშვილს „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების წარმომადგენლები 14 წლის ქალიშვილის...

ექსპერტი დავით ჩიხელიძე „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდს ეხმაურება და აცხადებს, რომ ლერი ბერიტაშვილის ისტორია იმ დროინდელი პოლიტიკური ანგარიშსწორების მძიმე მეთოდებს წარმოაჩენს. ჩიხელიძის თქმით, მაშინდელი...