იაგო ხვიჩია თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე: მიგვაჩნია, რომ ვართ პოლიტიკური პარტია, რაც აპრიორი ნიშნავს იმას, რომ არჩევნებშიც ვიღებთ მონაწილეობას

პარტია „გირჩის“ თავმჯდომარე იაგო ხვიჩია თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ არჩევნებში მონაწილეობას იღებენ.

ხვიჩია დანარჩენ ოპოზიციურ პარტიებს მოუწოდებს, დარჩნენ თავიანთი სიტყვის და პრინციპების ერთგული და არ მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში.

„თუ ხარ პოლიტიკური პარტია აპრიორი ნიშნავს, რომ არჩევნებში მონაწილეობ, მაგრამ ვინაიდან ჩვენ უცნაურ ქვეყანაში ვცხოვრობთ, კაციშვილმა არ იცის რა მოხდება არჩევნებამდე. შეიძლება ერთმანეთში ჩხუბი დაიწყონ. შეიძლება საერთოდ გააუქმონ არჩევნები. თორემ, ისე მიგვაჩნია, რომ ვართ პოლიტიკური პარტია, რაც აპრიორი ნიშნავს იმას, რომ არჩევნებშიც ვიღებთ მონაწილეობას.
მოცემულ შემთხვევაში მე მოვუწოდებ, რომ დარჩნენ თავიანთი სიტყვის და პრინციპების ერთგული და არ მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში. მათ ნაკლებობას ქვეყნის პოლიტიკაში მაინც და მაინც ვერ ვგრძნობ და არაფერი დაშავდება, რომ საერთოდ არ მიიღონ მონაწილეობა, პირიქით, რეკომენდირებულიც კი არის“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

თენგიზ შარმანაშვილი ნანა სანდერის მიერ დანაშაულის აღიარებაზე: ალბათ, ნელ-ნელა ხვდებიან, რომ...

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, თენგიზ შარმანაშვილი მიიჩნევს, რომ 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული ადამიანებიდან, რაც უფრო მეტი მათგანი მიხვდება, რომ კონსტიტუციისა და კანონის საწინააღმდეგო ქმედებები ჩაიდინეს...