გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი გიორგი მაჭავარიანი: გურჯაანის მუნიციპალიტეტში ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია წყალმომარაგების თემა, რომელიც მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში აუცილებლად მოგვარდება, გურჯაანის მუნიციპალიტეტის ყველა სოფელში იქნება 24-საათიანი წყალმომარაგება

ჩემთვის დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა, რომ უკვე მეორედ წარმადგინეს გურჯაანის მერობის კანდიდატად. მადლობას ვუხდი “ქართული ოცნების” გუნდს გამოცხადებული ნდობისთვის, – ამის შესახებ გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატმა “ქართული ოცნებიდან”, გიორგი მაჭავარიანმა განაცხადა.

მისი თქმით, გურჯაანის მუნიციპალიტეტში კვლავ გაგრძელდება საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა, ასევე, მომდევნო ოთხი წლის მანძილზე, მუნიციპალიტეტის ყველა სოფელში მოგვარდება წყალმომარაგების პრობლემა.

როგორც მაჭავარიანმა აღნიშნა, მოსახლეობასთან აქტიური შეხვედრები კვლავ გაგრძელდება და იგი მზად ყოველთვის იქნება გურჯაანელების მოსაზრებებისა და საჭიროებების მოსასმენად და მოსაგვარებლად.

“ჩემი მერობის პერიოდში, ჩემს გუნდთან ერთად, არაერთი ინფრასტრუქტურული პროექტი განვახორციელეთ, ესენია: გზები, საბავშვო ბაღები, სკოლები. გურჯაანის მუნიციპალიტეტში ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია წყალმომარაგების თემა, რომელიც მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში აუცილებლად მოგვარდება, გურჯაანის მუნიციპალიტეტის ყველა სოფელში იქნება 24-საათიანი წყალმომარაგება. ასევე, გაგრძელდება როგორც ქალაქში, ისე ყველა სოფელში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა. ვიზრუნებთ მომავალი თაობის ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვასა და გაგრძელებაზე.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერად ორი წლის წინ ამირჩიეს. ამ წლების განმავლობაში, აქტიურად ვხვდებოდი მოსახლეობას, პირადად ვისმენდი და ვიგებდი მათ საჭიროებებს. ეს შეხვედრები გაგრძელდება – გურჯაანელებისთვის ყოველთვის ხელმისაწვდომი ვიქნები. შეხვედრებს კარდაკარის პრინციპითაც გავაგრეძელებთ და სოფლებშიც მოვაწყობთ.” – განაცხადა გიორგი მაჭავარიანმა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

გიორგი ბუტიკაშვილი: „ქართულმა ოცნებამ“ 2028 წელს არჩევნები ვერ უნდა ჩაატაროს

„ქართულმა ოცნებამ“ 2028 წელს არჩევნები ვერ უნდა ჩაატაროს, უბრალოდ არ უნდა მივიდეს ხალხი არჩევნებზე - ამ მორალისგან დაცლილ ადამიანებთან ქუჩის გარდა და წინააღმდეგობის გარდა...