გურამ მაჭარაშვილი: როგორ შეიძლება მოლდოვა უსწრებდეს საქართველოს, რომელიც გამჭვირვალობის კუთხით პირველ ადგილზეა. თუ სხვა სახელმწიფოსთან შეერთების ხარჯზე გვაჯობებს, ამის ნამდვილად არ შეგვშურდება

„ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი ევროკავშირში გაერთიანების გზაზე მოლდოვას მიღწევებთან დაკავშირებით ევროკომისარ მარტა კოსის განცხადებას ეხმიანება. როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, წარმოუდგენელია საქართველოს მოლდოვას „წარმატების“ შეშურდეს, მაშინ, როცა, ეს უკანასკნელი მზადაა ევროკავშირში გასაწევრიანებლად საკუთარ სუვერენიტეტზე თქვას უარი.

„როგორ შეიძლება ასეთი ტიპის ქვეყანა [მოლდოვა] უსწრებდეს საქართველოს, რომელიც ევროპის ინსტიტუტების შეფასებით, გამჭვირვალობის კუთხით პირველ ადგილზეა. ჩვენ კარგად ვიცით, რომ მოლდოვას უწინასწარმეტყველეს სხვა სახელმწიფოსთან შეუერთება. თუ ამით გაგვისწრებს მოლდოვა, რომ სხვა სახელმწიფოს შეუერთდება, მისი ნამდვილად არ შეგვშურდება.

ევრობიუროკრატიის გამონათქვამები მათივე სტრატეგიული პარტნიორის, ამერიკის მხრიდან არის დაწუნებული და არა მარტო დაწუნებული, სერიოზულ კონფლიქტში არიან ევრობიუროკრატია და შეერთებული შტატების ადმინისტრაცია ერთმანეთთან,“ – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

საფრანგეთის შს მინისტრი ლორან ნუნიესი: ევროპის რამდენიმე ქვეყანა საარჩევნო პროცესების დროს...

საფრანგეთი უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონმდებლობას ამკაცრებს. საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ლორან ნუნიესმა სენატის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა: „ქვეყნის უსაფრთხოება მხოლოდ მის საზღვრებსა თუ...