გურამ მაჭარაშვილი: „ხალხის ძალამ“ ვისაუბრეთ საქართველოში ჯანსაღი ოპოზიციური ძალების არსებობის მნიშვნელობაზე. ამგვარი ძალები არ იქნებიან ორიენტირებული ლანძღვა-გინებაზე

პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა, მედიასთან ისაუბრა იმერეთში “ხალხის ძალის” ფრაქციის წევრებთან გამართულ შეხვედრაზე. მაჭარაშვილმა აღნიშნა, რომ იმსჯელეს საქართველოში კონსტრუქციული ოპოზიციური ძალების არსებობის მნიშვნელობაზე:
„ჯანსაღი ოპოზიციური ძალები არ იქნებიან ორიენტირებული ლანძღვა-გინებაზე. ეს კი ნიშნავს ზუსტად იმას, რომ თუ არსებობს რაიმე ტიპის გამოწვევა, ამაზე უნდა ვისაუბროთ კონსტრუქციულად“ – განაცხადა დეპუტატმა.

მაჭარაშვილმა თქვა ისიც, რომ ზოგადი პოლიტიკური საკითხების გარდა, შეხვედრაზე მიმოიხილეს რეგიონის გამოწვევებიც.

„მნიშვნელოვანია, რომ ინფორმაცია პრობლემების შესახებ მივიღოთ პირველწყაროსგან. ვიმსჯელეთ იმ გამოწვევებზე, რაც არსებობს რეგიონებსა და ქალაქებში. იცის საზოგადოებამ, რომ ჩვენ, „ხალხის ძალამ“ ვისაუბრეთ საქართველოში ჯანსაღი ოპოზიციური ძალების არსებობის მნიშვნელობაზე. ამგვარი ძალები არ იქნებიან ორიენტირებული ლანძღვა-გინებაზე. ეს კი ნიშნავს ზუსტად იმას, რომ თუ არსებობს რაიმე ტიპის გამოწვევა, ამაზე უნდა ვისაუბროთ კონსტრუქციულად“ – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

გლობალური შიმშილის ინდექსით, საქართველო საუკეთესო ქვეყნებს შორის დასახელდა, უკრაინა და მოლდოვა...

გამოქვეყნდა გლობალური შიმშილის 2026 წლის ანგარიში. კვლევის მიხედვით, უკიდურესი გასაჭირის გამომხატველი ეს პრობლემა შეფასებულია 4 ფაქტორით - მოსახლეობის არასაკმარისი გამოკვება; წონის კლება ბავშვებში; ბავშვების...