გურამ მაჭარაშვილი: დარწმუნებული ვარ, მამუკა მდინარაძის სახელმწიფო მინისტრობის პირობებში, რეგიონული განვითარების კუთხით დაიწყება ეფექტური საქმიანობა, გადაწყდება არაერთი პრობლემა და სამომავლოდ დაიგეგმება, თუ როგორ უნდა განვავითაროთ რეგიონები

პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანმა, დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა მედიასთან საუბარში კომენტარი გააკეთა რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობაზე მამუკა მდინარაძის დანიშვნასთან დაკავშირებით.

დეპუტატი დარწმუნებულია, რომ მამუკა მდინარაძის საქმიანობა რეგიონული განვითარების კუთხით ეფექტური იქნება.

„ჩვენ, „ხალხის ძალას“ არაერთხელ დაგვიყენებია ეს პრობლემა – დაწყებული მერიდან, დამთავრებული მთავრობის ადმინისტრაციამდე, გარკვეული საკითხები ჩერდებოდა, ექვემდებარებოდა ბიუროკრატიას. დარწმუნებული ვარ, მამუკა მდინარაძის სახელმწიფო მინისტრობის პირობებში, რეგიონული განვითარების კუთხით დაიწყება ეფექტური საქმიანობა, გადაწყდება არაერთი პრობლემა და სამომავლოდ დაიგეგმება, თუ როგორ უნდა განვავითაროთ რეგიონები,“ – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ეკა სეფაშვილი: სასამართლო პროცესის დაწყებამდე, აგენტურული ქსელის წარმომადგენლები კონკრეტულ საელჩოებში დაიბარეს...

„ქართულ სასამართლო სისტემაში ევრობიუროკრატების უხეში ჩარევა, წინა პერიოდიდან გამოყოლილი, მათი სტრატეგიისა და პოლიტიკის შემადგენელი ნაწილია - ამის მაგალითია ვეტინგის პროცესი და ახლაც მსგავსი...