გურამ მაჭარაშვილი ჩეხეთის საელჩოს პასუხზე: მე არ ვარ საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენელიო. ასეთ აბსურდს რომ დაწერს ელჩი და ასეთ მდგომარეობაში ჩააგდებს საკუთარი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანო, ზუსტად, ასე მუშაობს „დიფ სთეითი“

„ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი, გურამ მაჭარაშვილი, ჩეხეთის პარლამენტის კომიტეტის რეზოლუციას ეხმიანება, რომელიც საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევას ეხებოდა.

მაჭარაშვილის განცხადებით, ჩეხეთი ჩაერია არა მხოლოდ ქართულ პოლიტიკაში, არამედ, საზოგადოების გადასაწყვეტი საქმე გადაწყვიტა მათმა საკანონმდებლო ორგანომ და ამან მინიმუმ ისეთ მდგომარეობაში ჩააყენა მათი ელჩი საქართველოში, რომ პასუხიც კი ვერ გასცეს კითხვაზე, იყო თუ არა ეს ჩარევა საქართველოს შიდა საქმეებში.

„ჩაერია არა მხოლოდ ქართულ პოლიტიკაში, არამედ, საზოგადოების გადასაწყვეტი საქმე გადაწყვიტა ჩეხეთის საკანონმდებლო ორგანომ და ამან მინიმუმ ისეთ მდგომარეობაში ჩააყენა ჩეხეთის ელჩი საქართველოში, რომ პასუხიც კი ვერ გასცეს კითხვაზე, იყო თუ არა ეს ჩარევა საქართველოს შიდა საქმეებში და აბსურდული პასუხი თქვა ელჩმა, წარმოიდგინეთ – მე არ ვარ საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენელიო. აბა ვინ არის, რას წარმოადგენს ჩეხეთის ელჩი?! თუ, სახელმწიფოს არ წარმოადგენს საქართველოში, აბა რას წარმოადგენს?! ასეთ აბსურდულ პასუხს, რომ დაწერს ელჩი და ასეთ მდგომარეობაში ჩააგდებს საკუთარი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანო, აი ეს არის მტკიცებულება, ზუსტად, ასე მუშაობს დიფ სთეითი“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ეკა სეფაშვილი: საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესს ძალიან ბევრი ადამიანი აკვირდება და...

საქართველოს სასამართლო სისტემაში უხეშ ჩარევად შეაფასა „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა ეკა სეფაშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოში 5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის მოთხოვნით მიმდინარე პროცესთან დაკავშირებით უცხოელი...