გოგა ხაინდრავა: “ალაბამაში, ისტორიაში პირველად, სიკვდილმისჯილი პატიმარი აზოტის ჰიპოქსიით მოკლეს! აშშ-ს ლიბერალური ნოუ-ხაუ! ადამიანთა მოკვდინების ინოვაციური მეთოდი!”

კინორეჟისორი გოგა ხაინდრაბა “X”-ის საკუთარ გვერდზე წერს:

“ალაბამაში ისტორიაში პირველად სიკვდილმისჯილი პატიმარი აზოტის ჰიპოქსიით მოკლეს!
აშშ-ს ლიბერალური ნოუ-ხაუ! ადამიანთა მოკვდინების ინოვაციური მეთოდი!
სიკვდილმისჯილი სმითი 25 წუთი სასიკვდილო აგონიაში ემშვიდობებოდა ამერიკულ დემოკრატიას!
აფერუმ ოსვენციმის მენგელე.”- წერს ხაინდრავა.

ალაბამაში ისტორიაში პირველად სიკვდილმისჯილი პატიმარი აზოტის ჰიპოქსიით მოკლეს. ამის შესახებ BBC იტყობინება.

58 წლის კენეთ იუჯინ სმითი, რომელმაც უზენაეს სასამართლოში ორი საბოლოო აპელაცია, ფედერალურ სააპელაციო სასამართლოში კი ერთი აპელაცია წააგო, აცხადებდა, რომ დასჯის ეს მეთოდი სასტიკი იყო, თუმცა სასამართლოებმა აზოტის ჰიპოქსიის გამოყენება დასაშვებ მეთოდად მიიჩნიეს.

სმითი 1989 წელს სასულიერო პირის მეუღლის, ელიზაბეტ სენეტის მკვლელობისთვის დააკავეს.

ალაბამასა და აშშ-ის კიდევ ორ შტატში სასიკვდილო განაჩენის აღსრულების ალტერნატიულ მეთოდად მას შემდეგ დაამტკიცეს, რაც ლეტალური ინექციისთვის საჭირო მედიკამენტების მოპოვება გართულდა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ეკა სეფაშვილი: სასამართლო პროცესის დაწყებამდე, აგენტურული ქსელის წარმომადგენლები კონკრეტულ საელჩოებში დაიბარეს...

„ქართულ სასამართლო სისტემაში ევრობიუროკრატების უხეში ჩარევა, წინა პერიოდიდან გამოყოლილი, მათი სტრატეგიისა და პოლიტიკის შემადგენელი ნაწილია - ამის მაგალითია ვეტინგის პროცესი და ახლაც მსგავსი...