გოჩა ჯავახიშვილი: ირაკლი ღარიბაშვილი მონაწილეობს პარიზის მშვიდობის ფორუმში, სადაც სომხეთის პრემიერთან ერთად, პანელურ დისკუსიაში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც მიეძღვნება უსაფრთხოების გამოწვევებს და სტაბილურობას ჩვენს რეგიონში

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მონაწილეობას იღებს პარიზის მშვიდობის მეექვსე ფორუმში. ხვალ პრემიერი სომხეთის პრემიერ-მინისტრთან ერთად პანელურ დისკუსიაში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც მიეძღვნება უსაფრთხოების გამოწვევებს და სტაბილურობას ჩვენს რეგიონში, – ამის შესახებ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საფრანგეთში გოჩა ჯავახიშვილმა საფრანგეთში პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, დისკუსიაზე განიხილავენ საქართველოს პოზიტიური როლს რეგიონში სტაბილურობის მისაღწევად.

„საქართველოს პრემიერ-მინისტრი მონაწილეობას იღებს პარიზის მშვიდობის მეექვსე ფორუმში. ხვალ პრემიერი სომხეთის პრემიერ-მინისტრთან ერთად პანელურ დისკუსიაში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც მიეძღვნება უსაფრთხოების გამოწვევებს და სტაბილურობას ჩვენს რეგიონში. სამხრეთ კავკასიის რეგიონის მაგალითზე იქნება დებატები, განხილვა იმ პოზიტიური როლის, რომელიც საქართველოს შეუძლია ითამაშოს და შეასრულოს ჩვენს რეგიონში სტაბილურობის მისაღწევად“, – განაცხადა გოჩა ჯავახიშვილმა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

თენგიზ შარმანაშვილი ირაკლი კუპრაძის ბრალდებაზე, რომ შარმანაშვილის პოლიტიკურმა გუნდმა ბადრი ჯაფარიძე...

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, თენგიზ შარმანაშვილი “ლელოს” წევრის, ირაკლი კუპრაძის ბრალდებას გამოეხმაურა, რომელმაც აღნიშნა, რომ ბადრი ჯაფარიძე, რომელიც ზვიად...