გივი მიქანაძემ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განათლებისა და კულტურის საქმეთა ბიუროს ხელმძღვანელთან პარტნიორობის გაძლიერების საკითხები განიხილა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ვაშინგტონში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განათლებისა და კულტურის საქმეთა ბიუროს ხელმძღვანელ დარენ ბიტთან შეხვედრა გამართა. ინფორმაციას განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.

მხარეებმა განათლების სფეროში თანამშრომლობის გაძლიერებისა და ერთობლივი პროგრამების განხორციელების საკითხები განიხილეს.

გივი მიქანაძემ დარენ ბიტს განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმები და მის ფარგლებში განსახორციელებელი ინიციატივები გააცნო.

საუბარი შეეხო ფულბრაიტის პროგრამას და მისი გაფართოების მხარდაჭერას. აღინიშნა, რომ პროგრამა კარგ შესაძლებლობას ქმნის ქართველი სტუდენტებისთვის, მიიღონ მაღალი ხარისხის განათლება და შეძენილი ცოდნა საკუთარი ქვეყნის განვითარებას მოახმარონ.

ხაზი გაესვა ქართული და ამერიკული უნივერსიტეტების თანამშრომლობისა და ერთობლივი ორმაგი ხარისხის პროგრამების მნიშვნელობას, რაც მინისტრის თქმით, საქართველოში ადამიანური კაპიტალისა და სამუშაო ძალის გაუმჯობესების კუთხით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

შეხვედრის დასასრულს მხარეებმა პარტნიორობის გაღრმავების მზაობა გამოთქვეს.შეხვედრას აშშ-ში საქართველოს ელჩი თამარ ტალიაშვილი ესწრებოდა.

მსგავსი სიახლეები

კახა კალაძე: რუსთაველის გამზირზე გადაადგილების თვალსაზრისით გარკვეული პრობლემები შეიქმნა, თუმცა ამ...

რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს და დაპირებისამებრ, ნოემბრის ბოლოს სამუშაოები დასრულდება, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მისივე...

მიხეილ ყაველაშვილი: პატივცემულო მეცნიერებო, გილოცავთ ამ უმნიშვნელოვანეს თარიღს – 85 წელი...

საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა მეცნიერებს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის დაარსებიდან 85 წლის იუბილე მიულოცა. „პატივცემულო მეცნიერებო, გილოცავთ ამ უმნიშვნელოვანეს თარიღს - საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის...

შალვა პაპუაშვილი: ჩვენ შეგვიძლია, ავაშენოთ თანამედროვე სკოლები, შევქმნათ ახალი პროგრამები, გამოვიყენოთ...

მოხარული ვარ, რომ დღეს გვაქვს შესაძლებლობა, განსაკუთრებული პატივი მივაგოთ ადამიანებს, რომელთა ყოველდღიური შრომაც, ხშირად წყნარად, აუჩქარებლად და ზედმეტი საჯაროობის გარეშე ქმნის ქვეყნის მომავალს, -...

მიხეილ ყაველაშვილი: დღეს ჩვენ აღვნიშნავთ მასწავლებლის ეროვნულ დღეს. სიმბოლურია, რომ ეს...

დღეს ჩვენ აღვნიშნავთ მასწავლებლის ეროვნულ დღეს. სიმბოლურია, რომ ეს საზეიმო დაჯილდოება სწორედ ქუთაისში აღინიშნება, ქალაქში, რომელიც საუკუნეების განმავლობაში წარმოადგენდა საგანმანათლებლო და სასულიერო კერას, -...