გიორგი ვაშაძე: ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, ტინი კოქსი რუსული გავლენების ქვეშ მყოფი ადამიანია

“მოსკოვიდან დაურეკეს, დავალება მიიღეს და ეს დავალება შეასრულეს კონკრეტულად ამ შემთხვევაში კობახიძემ და იმ დელეგაციამ, ვინც მხარი დაუჭირა ტინი კოქსს,”- ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

ვაშაძეს თქმით, ტინი კოქსი რუსული გავლენების ქვეშ მყოფი ადამიანია.

“ვფიქროb, რომ მოსკოვიდან დაურეკეს, დავალება მიიღეს და ეს დავალება შეასრულეს კონკრეტულად ამ შემთხვევაში კობახიძემ და იმ დელეგაციამ, ვინც მხარი დაუჭირა ტინი კოქსს. ტინი კოქსი რომ არის რუსული გავლენების ქვეშ მყოფი ადამიანი, ეს ყველა ჟურნალისტურ გამოძიებებში და არა მხოლოდ კონკრეტული ფაქტები არსებობს ამის.”- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ლევან მაჭავარიანი: არ წარმომიდგენია, რომ მსოფლიოში რომელიმე მმართველ პარტიას ჰყავდეს ამათზე...

"ღამის კურიერში" სტუმრობისას, ლევან მაჭავარიანი კითხვაზე - საკონსტიტუციო სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, როგორ ხედავს ის პოლიტიკურ პროცესებს, პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ამასთან...