გიორგი გამსახურდია: რუსულ კანონს ეძახიან ქართულ კანონს, ხალხს აბულინგებენ და დსთ-ში საქართველოს შემთრევები პოლიტსაბჭოში უზით გია ბარამიძის სახით, იმას არ აბულინგებენ

რუსულ კანონს ეძახიან ქართულ კანონს, ამის გამო ხალხს აბულინგებენ და დსთ-ში საქართველოს შემთრევები პოლიტსაბჭოში უზით გია ბარამიძის სახით, – ამის შესახებ გიორგი გამსახურდიამ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

მისივე თქმით, რადიკალებს ბულინგის გარდა აღარაფერი აქვთ დარჩენილი.

„ირაკლი ზარქუას თემა აიღეთ, იქ ელისოს მიუხტნენ გაურკვეველი წარმომავლობის ვიღაც ადამიანები. ქეთი დუმბაძეს რაღაცაზე აბულინგებენ. რა მაინტერესებს იცით? რუსულ კანონს ეძახიან ქართულ კანონს, ამის გამო ხალხს აბულინგებენ და დსთ-ში საქართველოს შემთრევები პოლიტსაბჭოში უზით გია ბარამიძის სახით, იმას არ აბულინგებენ.

დსთ-ში ვინც საქართველო შეათრია, ის უზით პოლიტსაბჭოში და ქართული კანონის მიმღებ დეპუტატებს ქუჩაში დასდევენ. რა აქვთ ელისო ბოლქვაძეზე მეტი გაკეთებული ვიღაც გაურკვეველი წარმომავლობის ტიპებს, რაღაც პერფორმანსი რომ დადგეს დე გოლის აეროპორტში. ამაშია საქმე. ეს არის ამათი ენა, რა პოლიტიკა, რა რეიტინგები, საერთოდ სად ბანაობენ? აი, ეგ ვერ გამიგია“, – განაცხადა გიორგი გამსახურდიამ.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

პროკურატურა: რომეო მიქაუტაძემ აღიარა ჩადენილი დანაშაული, ითანამშრომლა გამოძიებასთან, მოინანია, აანაზღაურა ზიანი...

სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, სამეწარმეო საქმიანობაში უკანონო მონაწილეობის, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო და...