გიორგი გამსახურდია: “ნაცებო”, აფხაზეთი საქართველოა, მართალია თქვენი ბელადი, სააკაშვილი იძახდა, სოხუმი არასდროს ყოფილა ქართული ქალაქიო, მაგრამ ასე არ არის და არც იქნება. ქართველმა ბიზნესმენებმა კი საქართველოს ერთი რეგიონიდან მეორეში თუ ბენზინი შეიტანეს, ამით არაფერი დარღვეულა

გიორგი გამსახურდია, დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში საქართველოდან საწვავის შეტანაზე ოპოზიციონერების რეაქციას სოციალურ ქსელში აფასებს და “ნაცმოძრაობას” ახსენებს, რომ აფხაზეთი საქართველოა.

როგორც ის აღნიშნავს, თუ ქართველმა ბიზნესმენებმა ქვეყნის ერთი რეგიონიდან მეორეში ბენზინი შეიტანეს, ამით არაფერი დარღვეულა.

“აფხაზეთი საქართველოა ნაცებო, მართალია თქვენი ბელადი, ცნობილი გიჟი, მიხეილ სააკაშვილი იძახდა, რომ სოხუმი, არასდროს ყოფილა ქართული ქალაქიო, მაგრამ ეგრე არ არის და არც იქნება.

ქართველმა ბიზნესმენებმა კიდევ,თუ საქართველოს ერთი რეგიონიდან, მეორეში შეიტანეს საწვავი, კერძოდ ბენზინი, ამითი არაფერი არ დარღვეულა.

დაირღვა მაშინ, როდესაც თქვენ, ნაბიჭვარი რუსები, მსოფლიო ორგანიზაციაში შეათრიეთ, მიყიდეთ ყველაფერი და ბოლომდე დაუწექით,” – წერს გიორგი გამსახურდია.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

მაკა ბოჭორიშვილი: თურქმენეთის, ტაჯიკეთის, უზბეკეთის, ყაზახეთისა და ყირგიზეთის საგარეო საქმეთა მინისტრებთან...

დღეს ბათუმში ვმასპინძლობთ ცენტრალური აზიის ხუთი ქვეყნის – თურქმენეთის, ტაჯიკეთის, უზბეკეთის, ყაზახეთისა და ყირგიზეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს. მოხარული ვარ, რომ ამ ფორმატში პირველი შეხვედრა...