გიორგი ჩაკვეტაძე ოპოზიციის მოთხოვნაზე: ეუთო/ოდირი მოიწვიეთ, მერე რა, თუ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს არ აკვირდება ხოლმე და საპარლამენტო არჩევნებზე მის დასკვნას არ ვაღიარებთო – რაც ქართველი ხალხისთვისაა საჭირო, მხოლოდ იმ გადაწყვეტილებებს მივიღებთ!

ეუთო/ოდირი მოიწვიეთო, მერე რა, თუ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს არ აკვირდება ხოლმეო, – ასე ეხმიანება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გიორგი ჩაკვეტაძე, ოპოზიციის მოთხოვნას ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის მოწვევასთან დაკავშირებით.

მისი განცხადებით, აღსანიშნავია, რომ ამ მოთხოვნის პარალელურად, ოპოზიცია, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ეუთო/ოდირის დასკვნას არ აღიარებს.

“ეუთო/ოდირი მოიწვიეთო

მერე რა, თუ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს არ აკვირდება ხოლმეო

მერე რა, თუ საპარლამენტო არჩევნებზე მის დასკვნას არ ვაღიარებთო

მერე რა, არჩევნები თავისუფალი და კონკურენტული თუ იყო, სანამ აგენტურა არ გაიმარჯვებს, ასეა საჭიროო…

რაც ქართველი ხალხისთვისაა საჭირო, მხოლოდ იმ გადაწყვეტილებებს მივიღებთ!” – წერს გიორგი ჩაკვეტაძე სოციალურ ქსელში.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

არჩილ გორდულაძე: სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში დადასტურდება, რომ წარმოდგენილი ფაქტები არის კონსტიტუციის...

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ განმარტა, რომ „სარჩელის განხილვა სასამართლოს პროცესზე, ეს არის პრევენცია“. მისივე განმარტებით, სარჩელის დაკმაყოფილების...