გიორგი ბურჯანაძე: რომ გვითხრან, ერთ კვირა ცალ ფეხზე უნდა იდგეთო, უნდა ვიდგეთ და გავაკეთოთ ყველაფერი

“ჯოზეფ ბორელი, როცა ამას გვეუბნება – ეს ნიშნავს, რომ არ უნდა გავაკეთოთ,” – ასე გამოეხმაურა სახალხო დამცველის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი ბურჯანაძე ჯოზეფ ბორელის მიერ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის” კანონპროექტის შესახებ გაკეთებულ განცხადებას პარლამენტის ორი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე, სადაც კანონის შესახებ საკანონმდებლო ინიციატივების განხილვა მიმდინარეობს.

როგორც ბურჯანაძე აღნიშნავს, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ რასაც უცხოეთი გვეტყვის. მისი თქმით თუ მათ ენდომებათ ერთი კვირა ფეხზე უნდა ვიდგეთ.

,,ბორელი, როცა ამას გვეუბნება – ეს ნიშნავს, რომ არ უნდა გავაკეთოთ, თუ ევროკავშირში განაცხადი გვაქვს გაკეთებული – ყველაფერი უნდა გავაკეთოთ. რომ გვითხრან, რომ ერთ კვირა ცალ ფეხზე უნდა იდგეთო, უნდა ვიდგეთ და გავაკეთოთ ყველაფერი და ამას გეუბნებათ ერთ-ერთი რიგითი მოქალაქე, მიუხედავად იმისა, რომ სახალხო დამცველის მოადგილეც ვარ,’’ – განაცხადა ბურჯანაძემ.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

„ჩემს თავს პოლიტიკაში ვერ ვხედავ და არანაირად არ უკავშირდება ეს საპროცესო...

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდადებულმა, მურთაზ ზოდელავამ პენიტენციური დაწესებულება დატოვა. ის ციხიდან საპროცესო შეთანხმების გაფორმების საფუძველზე გათავისუფლდა. მასთან ერთად გათავისუფლდა კიდევ ერთი მსჯავრდადებული ლაშა ბერიძეც. როგორც...