გია ცაგარეიშვილი შოვის ტრაგედიაზე- შვეიცარიელი ექსპერტების ჩართულობით დასკვნამ ცხადყო ის, რომ სტრუქტურების წარმომადგენლებს ბრალი არ მიუძღვით

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე გია ცაგარეიშვილი შოვის ტრაგედიის ირგვლივ გავრცელებულ სპეკულაციებს ეხმიანება და აღნიშნავს, რომ „შვეიცარიელი ექსპერტების ჩართულობით დასკვნამ ცხადყო ის, რომ ბრალი სტრუქტურების წარმომადგენლებს არ მიუძღვით.“

ცაგარეიშვილის თქმით, ოპოზიცია ბუნებრივ მოვლენებს პოლიტიკური სპეკულაციებისთვის იყენებს.

„ნებისმიერი ბუნებრივი მოვლენა პოლიტიკური სპეკულაციის საგნად გადაიქცევა ხოლმე ჩვენი ოპოზიციის ხელში. ადამიანები, რომლებსაც თითი თითზე არ მიუდიათ, როცა ხელისუფლებაში იყვნენ, რათა ეს პრობლემები მოგვარებულიყო და რომლებისგანაც ჩვენ გადმოვიბარეთ აბსოლუტურად გაჩანაგებული სისტემა. რაც შეეხება ამ სტიქიის გათვლას, ამის გათვლა დროში და სივრცეში სამწუხაროდ უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებით ფაქტობრივად წარმოუდგენელია“-განაცხადა გია ცაგარეიშვილმა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ნიკოლოზ მეტრეველი: ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტზე ოპოზიციისა და მასთან დაახლოებული მედიის დიდი...

ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტზე ოპოზიციისა და მასთან დაახლოებული მედიის დიდი ნაწილის დუმილი განსაკუთრებით თვალშისაცემია. მათ შემყურე კაცს ეგონება, თვითმფრინავმა თბილისს თავზე გადაუფრინა და გზა გააგრძელა...