გია ცაგარეიშვილი: აბსოლუტურად ყალბი, გაუგებარი და ღიმილის მომგვრელია რადიკალური ოპოზიციის ნარატივი, რომ თურმე, ორბანი პუტინისტია და უნგრეთი – პრორუსული სახელმწიფო

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გია ცაგარეიშვილმა „იმედის კვირას“ ვიქტორ ორბანის საქართველოში ვიზიტის შეფასებისას განუცხადა, რომ რადიკალური ოპოზიციის ნარატივი ორბანზე აბსოლუტურად ყალბი, გაუგებარი და ღიმილის მომგვრელია.

„ის ნარატივი, რომელსაც ოპონენტები ამკვიდრებენ, აბსოლუტურად ყალბი, გაუგებარი და ღიმილის მომგვრელია, რომ თურმე, ორბანი პუტინისტია, უნგრეთი პრორუსული სახელმწიფოა, რუსეთის კოლონიაა. ადამიანი ჩამობრძანდა ჩვენთან, საქართველოში და გვითხრა, რომ მე მსურს, რომ თქვენ იყოთ ევროკავშირში; მე მსურს, რომ თქვენ იყოთ ნატოში, უნგრეთისა და სხვა სახელმწიფოების გვერდით. ოპოზიციის განცხადებები ხომ აბსურდის თეატრია“, – განაცხადა ცაგარეიშვილმა.

საქართველოს ოფიციალური ვიზიტით უნგრეთის პრემიერ-მინისტრი 10 ოქტომბერს ეწვია. ვიქტორ ორბანი თბილისში დელეგაციასთან ერთად ჩამოვიდა. ვიზიტის ფარგლებში ვიქტორ ორბანისა და ირაკლი ღარიბაშვილის პირისპირ შეხვედრა გაიმართა. შედგა საქართველო-უნგრეთის მთავრობათაშორისი კომისიის სხდომა, რომლის შემდეგაც უნგრულმა და ქართულმა მხარეებმა ხელი მემორანდუმებს მოაწერეს.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

მაკრონი: საფრანგეთში ძალადობის ადგილი არ არის – ისინი, ვინც თავს ესხმოდნენ...

საფრანგეთის რესპუბლიკაში ძალადობის ადგილი არ არის, - განაცხადა ქვეყნის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა. „ისინი, ვინც არბევდნენ და თავს ესხმოდნენ პრეფექტურებს, სავაჭრო ობიექტებსა და ჩვენს მერიებს, სისხლისსამართლებრივ...