გია აბაშიძე: თავზარდაცემული ნაცრადიკალების რეაქციებიდან გამომდინარე, მკაფიოა, რომ მმართველმა პარტიამ მიიღო მორიგი სწორი საკადრო გადაწყვეტილება – სუს-ს მამუკა მდინარაძე უხელმძღვანელებს

თავზარდაცემული ნაცრადიკალების რეაქციებიდან გამომდინარე, მკაფიოა, რომ მმართველმა პარტიამ, რასაკვირველია არა მხოლოდ ლუზერების გამო, მიიღო მორიგი სწორი საკადრო გადაწყვეტილება – სუს-ს მამუკა მდინარაძე უხელმძღვანელებს, – წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.

მისი განცხადებით, “პოლიტიკანებმა და უხარისხო ექსპერტებმა” არ იციან ქვეყნის წინაშე არსებული ამოცანა-გამოწვევები და გუნდის პროფესიონალთა შიდა რესურსობრივი განაწილების ასპექტები.

“თავზარდაცემული ნაცრადიკალების რეაქციებიდან გამომდინარე, მკაფიოა, რომ მმართველმა პარტიამ, რასაკვირველია არა მხოლოდ ლუზერების გამო, მიიღო მორიგი სწორი საკადრო გადაწყვეტილება – სუს-ს მამუკა მდინარაძე უხელმძღვანელებს.

უდონო პოლიტიკანებმა და უხარისხო “ექსპერტებმა” ნამდვილად არ იციან ქვეყნის წინაშე არსებული ამოცანა-გამოწვევები და გუნდის პროფესიონალთა შიდა რესურსობრივი განაწილების ასპექტები.

წარმატებებს ვუსურვებ მამუკა მდინარაძეს ქვეყნის უსაფრთხოების განმტკიცების საპასუხისმგებლო სფეროში და ანრი ოხანაშვილს პრემიერის მრჩევლად დასავლეთთან ურთიერთობების გამოწვევათა კომპლექსური ანალიზის საქმეში.” – წერს აბაშიძე.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

სოზარ სუბარი: ჩეხი მასპინძლები დაინტერესდნენ, გამჭვირვალობის კანონის შინაარსით, რა პერიპეტიები...

„ძალიან საინტერესო დისკუსია გაიმართა (ჩეხეთში გამართული შეხვედრებისას) საქართველოში მოქმედი გამჭვირვალობის კანონის შესახებ,“ - განაცხადა მედიასთან საუბარში საკანონმდებლო ორგანოს ვიცე-სპიკერმა, პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ სოზარ...