გია აბაშიძე: საინტერესოა, გოგი და ელენე ხოშტარიები ქართულ სამასპინძლო სექტორში თანხას როგორ იხდიან – გადახურდავებული რუბლებით თუ რუსული საბანკო ბარათებით?

თუ ადამიანს პოლიტიკური შეხედულების გამო ეუბნები „ხინკალს ვერ შეჭამ“, ეს არის პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაცია, დამამცირებელი დამოკიდებულება ან პოლიტიკური ოპონენტის დეჰუმანიზაციის მცდელობა, რაშიც გაწაფულია ნაცსექტა – წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე, “დროას“ ლიდერის ელენე ხოშტარიას განცხადებაზე.

აბაშიძის თქმით, უკიდურესი პოლარიზაციის გამაღრმავებელი „ლუზერი“ ფსევდოევროპელი „ნაცები“ 24/7 ამტკიცებენ, რომ ლიბერალური ფაშიზმი მათი უცვლელი „ფასეულობაა“.

“თუ ადამიანს პოლიტიკური შეხედულების გამო ეუბნები „ხინკალს ვერ შეჭამ“, ეს არის პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაცია, დამამცირებელი დამოკიდებულება ან პოლიტიკური ოპონენტის დეჰუმანიზაციის მცდელობა, რაშიც გაწაფულია ნაცსექტა.

საინტერესოა, გოგი და ელენე ხოშტარიები ქართულ სამასპინძლო სექტორში თანხას როგორ იხდიან — გადახურდავებული რუბლებით თუ რუსული საბანკო ბარათებით?

უკიდურესი პოლარიზაციის გამაღრმავებელი „ლუზერი“ ფსევდოევროპელი „ნაცები“ 24/7 ამტკიცებენ, რომ ლიბერალური ფაშიზმი მათი უცვლელი „ფასეულობაა“. – წერს აბაშიძე.

https://www.facebook.com/share/1DEkHckLrP/?mibextid=wwXIfr

ავტორი:

ბოლო სიახლეები

თენგიზ შარმანაშვილი ირაკლი კუპრაძის ბრალდებაზე, რომ შარმანაშვილის პოლიტიკურმა გუნდმა ბადრი ჯაფარიძე...

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, თენგიზ შარმანაშვილი “ლელოს” წევრის, ირაკლი კუპრაძის ბრალდებას გამოეხმაურა, რომელმაც აღნიშნა, რომ ბადრი ჯაფარიძე, რომელიც ზვიად...