გია აბაშიძე: რუსული “LUKOIL ჩრდილოეთ ამერიკა” 200+ ავტოგასამართი სადგურის მეშვეობით სთავაზობს სერვისების ფართო სპექტრს ნიუ-იორკის, ნიუ ჯერსის და პენსილვანიის შტატებში – საინტერესოა, კელი დეგნანის ახლობლები და კოლეგები თუ სარგებლობენ LUKOIL-ის სერვისებით?

ანალიტიკოსი გია აბაშიძე, რუსული კომპანია “ლუკოილის” მიერ აშშ-ის სხვადასხვა შტატში არსებული ავტოგასამართი სადგურების ფუნქციონირებას სოციალურ ქსელში აფასებს.

აბაშიძის თქმით, რუსული კომპანია აშშ-ის მოსახლეობას პროდუქტების და სერვისების ფართო სპექტრს სთავაზობს. ამ ფონზე, ანალიტიკოსი ინტერესდება, სარგებლობენ თუ არა “ლუკოილის” მომსახურებით კელი დეგნანის ახლობლები.

“რუსული “LUKOIL ჩრდილოეთ ამერიკა” 200+ ავტოგასამართი სადგურის მეშვეობით სთავაზობს პროდუქტებისა და სერვისების ფართო სპექტრს ნიუ-იორკის, ნიუ ჯერსის და პენსილვანიის შტატებში.

საინტერესოა, წარმავალი ფარისეველი ელჩი კელი დეგნანის ახლობლები და კოლეგები თუ სარგებლობენ LUKOIL-ის სერვისებით? იქ საწვავი და საცხებ-საპოხი პროდუქცია შედარებით იაფია, ვიდრე სხვა დასავლური კომპანიების საცალო ქსელებში…” – წერს გია აბაშიძე Facebook-ზე.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

შალვა პაპუაშვილი: ჩვენ შეგვიძლია, ავაშენოთ თანამედროვე სკოლები, შევქმნათ ახალი პროგრამები, გამოვიყენოთ...

მოხარული ვარ, რომ დღეს გვაქვს შესაძლებლობა, განსაკუთრებული პატივი მივაგოთ ადამიანებს, რომელთა ყოველდღიური შრომაც, ხშირად წყნარად, აუჩქარებლად და ზედმეტი საჯაროობის გარეშე ქმნის ქვეყნის მომავალს, -...