გია აბაშიძე: რევანშისტობის გამო ძალად, გარე მითითებით გაერთიანებულ ნაცოპოზიციაში ბუნებრივი რუტინაა – ჩერგოლეიშვილი vs ცისკარიშვილი, ამ “უბანძეს” სერიალში ახალ ეპიზოდებს სწრაფად იღებენ

ანალიტიკოსი, გია აბაშიძე,
თამარ ჩერგოლეიშვილის და პეტრე ცისკარიშვილის დაპირისპირებას სოციალურ ქსელში ეხმიანება.

აბაშიძე აცხადებს, რომ გარე მითითებით გაერთიანებულ “ნაცოპოზიციაში”, მიმოწერა, რომელშიც ჩერგოლეიშვილი ცისკარიშვილს შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებს, ცისკარიშვილი კი მას „ხისთავიან, უვიც არარაობას“ უწოდებს, ბუნებრივი რუტინაა.

„რევანშისტობის გამო ძალად, გარე მითითებით გაერთიანებულ ნაცოპოზიციაში ბუნებრივი რუტინაა – ჩერგოლეიშვილი vs ცისკარიშვილი და ა.შ. ამ უბანძეს სერიალში ახალ ეპიზოდებს სწრაფად იღებენ.

მოდელირებული ვერსია: დავუშვათ, უსამშობლოთა ამ ე.წ. ალიანსმა მიიღო სახელისუფლებო სადავეები, რომელ ეტაპზე დაიწყება შეიარაღებული ურთიერთდაპირისპირება – ცესკოს შედეგების გამოცხადებისას, თანამდებობების გადანაწილებისას თუ უშუალოდ სადარბაზოებთან დახვდებიან ერთმანეთს?“ – წერს გია აბაშიძე.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

სოზარ სუბარი: 2012 წელს, როდესაც სასჯელაღსრულების მინისტრის პოსტი ჩავიბარე, ციხეებში ჩატარებული...

„ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების დროს საპატიმრო დაწესებულებებში პატიმართა სიკვდილიანობის ერთ-ერთი სერიოზული მიზეზი C ჰეპატიტი და ტუბერკულოზი იყო. ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ,...