გია აბაშიძე: რა უტიფრობაა როცა კლოუნი შალვა ნათელაშვილი ნატოს, ევროკავშირს და აშშ-ს უტევდა, მაშინ რუსების აგენტი იყო, შემდეგ ოკეანის გაღმიდან ორ ცენტად გადაიბირეს და ახლა რუსებს უტევს

ანალიტიკოსი გია აბაშიძე “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერის, შალვა ნათელაშვილის აშშ-ის კონგრესში, საქართველოს საკითხის განხილვაზე დასწრებას, სოციალურ ქსელში აფასებს და აცხადებს, რომ უტიფრობაა, როცა მას ჯერ რუსეთის აგენტს უწოდებდნენ, ახლა კი პირიქით – რუსეთს უტევს.

აბაშიძის თქმით, ნათელაშვილი ორ ცენტად გადაიბირეს და “პატრიოტმა” კონგრესმენებმა მას კაბინეტები გაუღეს.

“რა უტიფრობა და ძონძობაა ‘გლობალურ ომის პარტიაში’ – როცა ‘დაუნ ვიზ დიქტეიტე’ კლოუნი შალვა ნათელაშვილი ნატოს, ევროკავშირს და აშშ-ს უტევდა, მაშინ რუსების აგენტი იყო. შემდეგ ოკეანის გაღმიდან ორ ცენტად გადაიბირეს და ახლა რუსებს უტევს.

“პატრიოტმა” კონგრესმენებმა კი, კაბინეტები გაუღეს. პოლიტიკური მეძავის მხარდამჭერობა ამგვარი მეძავისგან არაფრით განსხვავდება. CARRY ON!” – წერს გია აბაშიძე Facebook-ზე.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ვატო შაქარიშვილი: “პროევროპული” პარტიები ვართო ხომ აცხადებენ, ბოლომდე ევროპული სტანდარტით უნდა...

“ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” გენერალური მდივანი, ვატო შაქარიშვილი, ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვასთან დაკავშირებით, საკონატიტუციო სასამართლოში მიმდინარე განხილვებს სოციალურ ქსელში ეხმიანება. მისი განცხადებით, აღნიშნულ პარტიებს ევროპული სტანდარტით...