გია აბაშიძე დონალდ ტრამპის შესახებ ზურაბიშვილის განცხადებებზე-საქართველოს ფსევდოპრეზიდენტის სიტყვის ფასი, რომ უმდაბლეს ნიშნულებზე ჩადის, ყოველდღიურად თვალსაჩინოა

ანალიტიკოსი გია აბაშიძე სალომე ზურაბიშვილის მიერ დონალდ ტრამპის შესახებ სხვადასხვა დროს გაკეთებულ განცხადებებს ეხმიანება, სადაც ზურაბიშვილი ერთ შემთხვევაში აცხადებს, რომ  „ტრამპის გამარჯვება მსოფლიოსთვის შესაძლოა უფრო მძიმე შედეგის მომტანი აღმოჩნდეს“, ხოლო დღეს, არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს.

ანალიტიკოსი აღნიშნავს, რომ ზურაბიშვილის სიტყვის ფასი, უმდაბლეს ნიშნულებზე ჩადის.

„უტიფრობა, უნამუსობა, უპრინციპობა და კიდევ სხვა ნეგატიური მახასიათებელი სალომე ზურაბიშვილისა და სხვა ნაცპოლიტიკანების ჩვეული კრიტერიუმებია. საქართველოს ფსევდოპრეზიდენტის სიტყვის ფასი, რომ უმდაბლეს ნიშნულებზე ჩადის, ყოველდღიურად თვალსაჩინოა.

სალომე ზურაბიშვილი ადრე და ახლა:

2016: ტრამპის გამარჯვება მსოფლიოსთვის შესაძლოა უფრო მძიმე შედეგის მომტანი აღმოჩნდეს.

2024: გილოცავთ არჩევას ბატონო პრეზიდენტო“-წერს გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

გია აბაშიძე: ანა ბუჩუკურს საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ჩვეულებრივი სამუშაო პროცესის შესახებ...

ანალიტიკოსი გია აბაშიძე ანა ბუჩუკურის განცხადებას ეხმაურება, რომელმაც დეპუტატ არჩილ გორდულაძის მიერ სასტუმროში ბრიფინგის გამართვა გააკრიტიკა. აბაშიძის შეფასებით, სასტუმროში ბრიფინგის გამართვა ჩვეულებრივი სამუშაო პროცესია და...