გია აბაშიძე: “დიპ სტეიტის” ვასალობა, გერმანიის მაგალითზეც თვალსაჩინოა – ისტებლიშმენტის მოწინააღმდეგეთა დევნა (AfD), საეჭვო სიკვდილის ფაქტები, სიტყვის თავისუფლების კონტროლი, განსხვავებულთა კონსპიროლოგებად შერაცხვა, ეკონომიკური სტაგნაცია, თუმცა, გეოპოლიტიკურ აქტორობაზე ცრუ პრეტენზიები

გერმანიაში, ადგილობრივი არჩევნების წინ, სხვადასხვა პარტიის 16 კანდიდატის, მათ შორის პოპულარული AfD-ის 7 წევრის, მოულოდნელ გარდაცვალებაზე, რომელზეც ფილოფოსი ზაზა შათირიშვილიც ამახვილებს ყურადღებას, კეთილსინდისიერი და არა “დიპ სტეიტის” მარიონეტი მედიის ყურადღების ცენტრშიცაა – წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.

როგორც აბაშიძე აღნიშნავს, ნეობოლშევიკური, EUSSR-ული “საუკეთესო ტრადიციების” სტილში, გერმანიის სამართალდამცავებმა სწრაფად გამორიცხეს დანაშაულის ნიშნები, ყველა გარდაცვალება კი ე.წ.„ბუნებრივ მიზეზებს“ მიაწერეს. ხოლო ის, ვინც ამას ეჭვის თვალით უყურებს ე.წ. კონსპიროლოგია. ამ მახინჯი ლოგიკით, რუსეთის არაერთი ოპოზიცონერი პოლიტიკური აქტორის სიკვდილი თუ მოწამვლა ე.წ. შეთქმულების თეორიის ნაწილია.

„გერმანიაში, ადგილობრივი არჩევნების წინ, სხვადასხვა პარტიის 16 კანდიდატის, მათ შორის პოპულარული AfD-ის 7 წევრის, მოულოდნელ გარდაცვალებაზე, რომელზეც ფილოფოსი ზაზა შათირიშვილიც ამახვილებს ყურადღებას, კეთილსინდისიერი და არა “დიპ სტეიტის” მარიონეტი მედიის ყურადღების ცენტრშიცაა.

ნეობოლშევიკური, EUSSR-ული “საუკეთესო ტრადიციების” სტილში, გერმანიის სამართალდამცავებმა სწრაფად გამორიცხეს დანაშაულის ნიშნები, ყველა გარდაცვალება კი ე.წ.„ბუნებრივ მიზეზებს“ მიაწერეს. ხოლო ის, ვინც ამას ეჭვის თვალით უყურებს ე.წ. კონსპიროლოგია. ამ მახინჯი ლოგიკით, რუსეთის არაერთი ოპოზიცონერი პოლიტიკური აქტორის სიკვდილი თუ მოწამვლა ე.წ. შეთქმულების თეორიის ნაწილია.

აქამდეა დასული “დიპ სტეიტის” ვასალობა, რაც გერმანიის მაგალითზეც თვალსაჩინოა – ისტებლიშმენტის მოწინააღმდეგეთა დევნა (AfD), საეჭვო სიკვდილის ფაქტები, სიტყვის თავისუფლების კონტროლი, განსხვავებულთა კონსპიროლოგებად შერაცხვა, ეკონომიკური სტაგნაცია, თუმცა გეოპოლიტიკურ აქტორობაზე ცრუ პრეტენზიები.

საბჭოთა კავშირის შავბნელი “სახელმძღვანელოს” ამ პრინციპებმა ბოლო მოუღო “წითელ იმპერიას”, იგივე ხდება ევროკრატიის ვითომ დემოკრატიულ წიაღშიც და ეს ფართოდ განიხილება ავტორიტეტულ დასავლელ მოაზროვნეებში.“ – წერს აბაშიძე.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ნიკოლოზ მეტრეველი: ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტზე ოპოზიციისა და მასთან დაახლოებული მედიის დიდი...

ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტზე ოპოზიციისა და მასთან დაახლოებული მედიის დიდი ნაწილის დუმილი განსაკუთრებით თვალშისაცემია. მათ შემყურე კაცს ეგონება, თვითმფრინავმა თბილისს თავზე გადაუფრინა და გზა გააგრძელა...