Fox News: „რესპუბლიკელებს“ კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სრული კონტროლისგან ორი მანდატი აშორებს

„რესპუბლიკური“ პარტია აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში გამართული არჩევნების შედეგად 216 მანდატს იღებს, თუმცა, სრული გამარჯვებისთვის მას 218 ადგილის მოპოვება სჭირდება. წინასწარ შედეგებს Fox News-ი ავრცელებს.

ამერიკული ტელეარხის ცნობით, 5 ნოემბერს გამართული არჩევნების შედეგად, „დემოკრატიულ“ პარტიას წარმომადგენელთა პალატაში 207 წევრი გაჰყავს.

რაც შეეხება კონგრესის სენატში ჩატარებულ არჩევნებს, იქ „რესპუბლიკელებმა“ უკვე მოიპოვეს უმრავლესობა. მათ ამისთვის 51 მანდატის მოპოვება სჭირდებოდათ, თუმცა წინასწარი მონაცემებით, „რესპუბლიკელებს“ სენატში 53 კანონმდებელი ეყოლებათ, დემოკრატებს კი – 47.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ალი ასადოვი – საქართველოსთან ურთიერთობების განვითარება აზერბაიჯანის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტია,...

საქართველოსთან ურთიერთობების განვითარება აზერბაიჯანის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტია. აზერბაიჯანელი და ქართველი ხალხები საუკუნეების განმავლობაში მოძმე, მეგობრულ ვითარებაში ცხოვრობენ, — ამის შესახებ აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრმა, ალი...