“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” პარტიის სამდივნოს წევრის და დავით კეზერაშვილის დისშვილის, დიმიტრი ჩიქოვანის საკითხზე განცხადებას ავრცელებს

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” განცხადებას ავრცელებს, რომელსაც ონლაინგამოცემა “მხარე” უცვლელად გთავაზობთ.

„რუსულმა ოცნებამ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” სამდივნოს წევრის, დიმიტრი ჩიქოვანის წინააღმდეგ აბსოლუტურად კომიკური, ყოველგვარ ადამიანურ ზღვარს გადასული, ღიად იაფფასიანი და კანონგარეშე პროვოკაცია მოაწყო.

ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ “რუსულ ოცნებას” არ შერჩა არანაირი მენტალური და მორალური რესურსი, ყოვლად ამაზრზენი, ძალადობრივი და უკანონო პროვოკაციების გარეშე განაგრძოს არსებობა.

ამ ფაქტმა გვაჩვენა, რომ მათ არ აქვთ არანაირი მორალური და კანონისმიერი მუხრუჭი. ოცნების პროპაგანდისტის, შალვა რამიშვილის საეჭვო რეპუტაციის ირგვლივ მიმდინარე დისკუსიის გადასაფარად, ამავე პროპაგანდისტის მითითებით, სახელმწიფო ინსტიტუტები მზად არიან სრულიად უკანონოდ შეუვარდნენ სახლებში ყველას – ყოველ მიზეზგარეშე.

ხელისუფლების მდგომარეობის დამძიმება უკავშირდება მათი მხრიდან იმის გააზრებას, რომ მიუხედავად მრავალწლიანი მცდელობისა, მათ ვერ გატეხეს ქართული საზოგადოება და საქართველოში ძალაუფლება ეკუთვნის ხალხს!

7-10 მარტის მოვლენებმა ნათლად აჩვენა, რომ საქართველოში ძალაუფლება ეკუთვნის ხალხს, პროტესტმა აჩვენა, რომ ქართველი ხალხის ნებაა საქართველო ევროპაში!

შევიკრიბოთ 9 აპრილს, 17:00 საათზე, პარლამენტის წინ

ვუთხრათ არა რუსულ მთავრობას!

ვუთხრათ არა რუსული სტილის პროვოკაციებს და ძალადობას!

გავიყვანოთ საქართველო სამშვიდობოს, შევიყვანოთ საქართველო ევროპაში!” – ნათქვამია განცხადებაში.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

სოზარ სუბარი: 2012 წელს, როდესაც სასჯელაღსრულების მინისტრის პოსტი ჩავიბარე, ციხეებში ჩატარებული...

„ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების დროს საპატიმრო დაწესებულებებში პატიმართა სიკვდილიანობის ერთ-ერთი სერიოზული მიზეზი C ჰეპატიტი და ტუბერკულოზი იყო. ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ,...