ეკა სეფაშვილი: თავდაცვის ყოფილი მინისტრის დაკავების ფაქტი არ არის სასიამოვნო ინფორმაცია, მაგრამ ადასტურებს სახელმწიფოს მზაობას და პრემიერის დაპირებას, რომ საქართველო კორუფციის კონტროლის და აღმოფხვრის მხრივ მსოფლიოში ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანა უნდა გახდეს

თავდაცვის ყოფილი მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძის დაკავების ფაქტს პარტია „ხალხის ძალის“ საგარეო ურთიერთობათა მდივანი, დეპუტატი ეკა სეფაშვილი მედიასთან საუბარში გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ჯუანშერ ბურჭულაძის დაკავების ფაქტი არ არის სასიამოვნო ინფორმაცია, მაგრამ მეორეს მხრივ ადასტურებს სახელმწიფოს მზაობას და პრემიერის დაპირებას, რომ საქართველო კორუფციის კონტროლის და აღმოფხვრის მხრივ მსოფლიოში ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანა უნდა გახდეს.

მისივე თქმით, მას აქვს მოლოდინი, რომ კორუფციის აღმოფხვრის კუთხით მუშაობა გაგრძელდება და იმედს გამოთქვამს, რომ ხელისუფლების მაღალჩინოსნები არ იქნებიან კორუფციაში გარეულები.

„ჩანს, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მაღალ დონეზე მუშაობს. რა თქმა უნდა, თავდაცვის ყოფილი მინისტრის დაკავების ფაქტი სულაც არ არის სასიამოვნო ინფორმაცია, მაგრამ მეორეს მხრივ ადასტურებს სახელმწიფოს მზაობას და ჩვენი პრემიერის დაპირებას, რომ საქართველო კორუფციის კონტროლის და აღმოფხვრის მხრივ მსოფლიოში ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანა უნდა გახდეს. სხვადასხვა რეიტინგები მოწმობს, რომ საქართველოში კორუფციის კონტროლი საკმაოდ მაღალ დონეზე ხორციელდება და ამ რეიტინგებით საქართველო უსწრებს ევროკავშირის და ნატოს წევრ რამდენიმე ქვეყანასაც კი.

მაქვს მოლოდინი, რომ სახელმწიფო კორუფციის აღმოფხვრის კუთხით მუშაობას გააგრძელებს და იმედს გამოვთქვამ, რომ ხელისუფლების მაღალჩინოსნები არ იქნებიან კორუფციაში გარეულები იმიტომ, რომ ნამდვილად არ არის სასიამოვნო, ჩვენი გუნდის წევრები და მაღალჩინოსნები კორუფციულ გარიგებებში მონაწილეობენ.

თუმცა თუ ასეთ შემთხვევას აქვს ადგილი, რა თქმა უნდა, კანონის წინაშე ყველამ უნდა აგოს პასუხი. ეს არის რეალურად სახელმწიფოებრივი საქმე და ეხება ჩვენი სახელმწიფოს დემოკრატიულ მშენებლობას, ჩვენი მომავალი თაობისთვის ღირსეული პირობების შექმნას განვითარებისთვის,“ – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ნიკოლოზ მეტრეველი: ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტზე ოპოზიციისა და მასთან დაახლოებული მედიის დიდი...

ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტზე ოპოზიციისა და მასთან დაახლოებული მედიის დიდი ნაწილის დუმილი განსაკუთრებით თვალშისაცემია. მათ შემყურე კაცს ეგონება, თვითმფრინავმა თბილისს თავზე გადაუფრინა და გზა გააგრძელა...