ეკა სეფაშვილი: როდესაც ევროკომისია ობიექტურად აფასებს საქართველოს, პროგრესი აშკარა და ნათელია – საქართველო ევროინტეგრაციის გზაზე საკმაოდ მნიშვნელოვან წარმატებას აღწევს

საქართველოში ეკონომიკური სტაბილურობის აღიარების დასტურად მიიჩნევს პარლამენტის წევრი, პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ თავმჯდომარის მოადგილე ეკა სეფაშვილი ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ საქართველოს 2026 წლის ეკონომიკის ზრდის ანგარიშს. როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ეკონომიკური სტაბილურობა ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმია ევროკავშირის გაწევრიანების გზაზე.

ეკა სეფაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ინტეგრაციის პროცესისთვის დათქმული კრიტერიუმებიდან, საქართველო სხვა, მათ შორის დემოკრატიის განვითარების, მართლმსაჯულების გამჭვირვალობის მოთხოვნებსაც წარმატებით ასრულებს, რასაც არაერთი საერთაშორისო ინსტიტუტის ანგარიში ადასტურებს.

„როდესაც ევროკომისია ობიექტურად აფასებს საქართველოს, პროგრესი აშკარა და ნათელია – საქართველო ევროინტეგრაციის გზაზე საკმაოდ მნიშვნელოვან წარმატებას აღწევს. ეკონომიკური მაჩვენებლები საკმაოდ მნიშვნელოვანი კრიტერიუმია ევროპულ სივრცეში გაწევრიანებისა და ინტეგრაციის პროცესისთვის, იმიტომ, რომ ევროკავშირი, უპირველეს ყოვლისა, ეკონომიკური პროექტია.

რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს აქვს პოლიტიკური მდგენელიც. ამაში მოიაზრება დემოკრატიული ინსტიტუციების განვითარების მაჩვენებლები, რომელშიც საქართველო ეკონომიკური პროგრესის მსგავსად, მნიშვნელოვან წინსვლას აჩვენებს,” – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ნიკოლოზ სამხარაძე: ჩვენ უკვე შევედით წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის თანდათანობითი რღვევის...

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე ოფიციალური ვიზიტით იმყოფება ფილიპინების დედაქალაქ მანილაში, სადაც AIPA-ს რიგით 47-ე გენერალური ასამბლეა იმართება. ასამბლეის ფარგლებში ნიკოლოზ სამხარაძე სიტყვით გამოვიდა...