ეკა სეფაშვილი: „პოსტ TV“ და „იმედი“ სწორედ ის არხებია, რომლებიც წარმატებით ახერხებენ გლობალური არაკეთილმოსურნე ძალების იმპერიალისტური განზრახვების წინააღმდეგ ბრძოლას!

ბრიტანეთის მთავრობის მხრიდან „იმედისა“ და „პოსტ TV“-ის დასანქცირებას პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანი ეკა სეფაშვილი სოციალური ქსელით ეხმიანება.

მისი თქმით, „პოსტ TV“ და „იმედი“ სწორედ ის არხებია, რომლებიც წარმატებით ახერხებენ გლობალური არაკეთილმოსურნე ძალების იმპერიალისტური განზრახვების წინააღმდეგ ბრძოლას.

„შეტევა თავისუფალ ქართულ მედიაზე – ბრიტანული დემოკრატიის სირცხვილი და თავის მოჭრა!

ყველასათვის გასაგებ ენაზე რომ ვთარგმნოთ, ეს მხოლოდ და მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ : „პოსტ TV“ და „იმედი“ სწორედ ის არხებია, რომლებიც წარმატებით ახერხებენ გლობალური არაკეთილმოსურნე ძალების იმპერიალისტური განზრახვების წინააღმდეგ ბრძოლას! „პოსტ TV“ და „იმედი“ ყველაზე დიდი რეიტინგის და გავლენის მქონე არხებია, რადგან მათი წარმატების საიდუმლო სიმართლეა, რომელსაც ვერასოდეს დამალავ! „პოსტ TV“ და „იმედი“ თავისუფალი მედიის საუკეთესო წარმომადგენლები – სერიოზულად აშინებენ დიდ ბრიტანეთს!

დაბოლოს, სერიოზული პრეტენზია და მიზეზი არ არსებობს და სწორედ ამიტომ გვესმის ასეთი აბსურდული ბრალდებები „პოსტ TV“ და „იმედის“ წინააღმდეგ!

ბრძოლა საქართველოს გადარჩენისათვის გრძელდება!

საქართველოს ვერ დააჩოქებთ!“ – წერს ეკა სეფაშვილი.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ევროკომისია, გაფართოების ანგარიშში, „თვითნებურად დაკავებულებს“ უწოდებს საქართველოში ძალადობრივ აქციებზე დაკავებულ ადამიანებს,...

ევროკომისიის მიერ მომზადებული 2026 წლის გაფართოების ანგარიშის თანახმად, საქართველოში ძალადობრივ აქციებზე დაკავებული ადამიანები „თვითნებურად დაკავებულებად“ არიან მოხსენიებული. საუბარია 2024-2025 წლებში პარლამენტთან და პრეზიდენტის სასახლესთან გამართულ...