ეკა სეფაშვილი: ევროსაბჭოს ზოგიერთი წევრის გადაწყვეტილება, რომ კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენონ საქართველოს დელეგაციის უფლებამოსილება, ეწინააღმდეგება თავად ევროპულ ღირებულებებსა და მიდგომებს

საქართველოს პარლამენტის და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში (PACE) საქართველოს მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრი, „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანი ეკა სეფაშვილი ევროსაბჭოს ზოგიერთი წევრის მიერ, საქართველოს დელეგაციის უფლებამოსილების შეჩერების ინიციირებას ეხმიანება.

მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება ევროპულ ღირებულებებს ეწინააღმდეგება.

„ზოგიერთი წევრის ეს გადაწყვეტილება, რომ კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენონ საქართველოს დელეგაციის უფლებამოსილება, ეწინააღმდეგება თავად ევროპულ ღირებულებებსა და მიდგომებს. ვფიქრობ, რომ ერთადერთი რეალური და სწორი გადაწყვეტილებაა – ევროპის საბჭომ ცნოს საქართველოს დელეგაციის შემადგენლობა და უფლებამოსილება და საქართველოს დელეგაცია შეუდგეს მუშაობას ისე, როგორც ეკადრება ღირებულებებს, რასაც ეს საბჭო ეფუძნება,“- განაცხადა ეკა სეფაშვილმა მედიასთან.

ცნობისთვის, სტრასბურგში, ევროპული საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა (PACE) იმართება. ქართული დელეგაციის უფლებამოსილების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება ოთხშაბათს იქნება მიღებული.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

თამთა მეგრელიშვილი: საერთაშორისო არენაზე განვითარებული პროცესების ანალიზი აჩვენებს, რომ დღეს სასწორზე...

„ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში რადიკალური ოპოზიციის მიერ დაგეგმილ საპროტესტო აქციას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ეს შეკრება გარე ძალების სტრატეგიასა და მიზნებს...