დიტო სამხარაძე „გორგიას“ შეთავაზებაზე-ეს ნაძირლები შუღლს აღვივებენ და ქართველების დაპირისპირებით ფულს აკეთებენ

„ქართული ოცნების” რეგიონული მდივანი დიტო სამხარაძე სუპერმარკეტ „გორგიას“ მიერ სოციალურ ქსელში განთავსებულ შეთავაზებას ეხმიანება, სადაც მოქალაქეებს აირწინაღების და სხვადასხვა შეიარაღების შესაძენად ფილიალებში ელოდებიან.

„ვავსებთ მარაგებს და გელოდებით უახლოეს საათებში. P.s. ვაკის ფილიალშიც გვექნება. დიდუბის ფილიალი. Axis Towers-ის 1 სართულზე.“-აღნიშნულია „გორგიას“ ფეისბუქ გვერდზე, რაზეც დიტო სამხარაძე აღნიშნავს, რომ ამით ისინი შუღლს აღვივებენ და ქართველების დაპირისპირებით ფულს აკეთებენ.

„ეს ნაძირლები შუღლს აღვივებენ! ქართველების დაპირისპირებით ფულს აკეთებენ!! ახლა ხომ ხართ ღირსი, ჩვენ მოვაკითხოთ თქვენს ფილიალებს და საკადრისად მოგექცეთ? ნაგვებო, საქართველოს დამოუკიდებლობის მტრებო‼️ ეს პრასტიტუტკები“- წერს დიტო სამხარაძე Facebook-ზე.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ნიკოლოზ სამხარაძე – ბევრი რამ, რაც ევროკომისიის ანგარიშში წერია, არ ასახავს...

დაგვიჯდნენ და აგვიხსნან, რატომ არ შეესაბამება თუნდაც, „გამჭვირვალობის კანონი“ ევროპულ სტანდარტს და ევროპულ ნორმას, – განაცხადა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ პირველი...