დიმიტრი სამხარაძე: როგორც ჩანს, ჯერ კიდევ ვერ დარწმუნდნენ მამუკა მდინარაძის შესაძლებლობებში, რომ არასდროს ეშლება სიტყვა-პასუხი, საქციელი და ნებისმიერ შემთხვევაში ყველას უჩენს საკადრის ადგილს!

ჯერ კიდევ ვერ დარწმუნდნენ მამუკა მდინარაძის შესაძლებლობებში, რომ არასდროს არ ეშლება სიტყვა-პასუხი, საქციელი და ნებისმიერ შემთხვევაში ყველას როგორ უჩენს საკადრის ადგილს!, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ რეგიონული მდივანი დიმიტრი სამხარაძე სოციალურ ქსელში წერს, რითაც ეხმაურება პარლამენტის სასესიო დარბაზში მომხდარ ინციდენტს, რა დროსაც ოპოზიციის წარმომადგენლები ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს, მამუკა მდინარაძეს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.

„ვერასდროს წარმოვიდგენდი, წითლიძის გადაღებული ვიდეო თუ გამომადგებოდა. მერამდენე შემთხვევაა, მაგრამ როგორც ჩანს ჯერ კიდევ ვერ დარწმუნდნენ მამუკა მდინარაძის შესაძლებლობებში, რომ არასდროს არ ეშლება სიტყვა-პასუხი, საქციელი და ნებისმიერ შემთხვევაში ყველას როგორ უჩენს საკადრის ადგილს! ეს რაც გადაიღო და ამ ვიდეოში ჩანს, დანარჩენი ხომ წარმოგიდგენიათ. აი ასეთი ღირსეული და სიმართლის მთქმელი აღმასრულებელი მდივანი გვყავს!“, – წერს სამხარაძე.

 

ავტორი:

ბოლო სიახლეები

გია აბაშიძე: ანა ბუჩუკურს საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ჩვეულებრივი სამუშაო პროცესის შესახებ...

ანალიტიკოსი გია აბაშიძე ანა ბუჩუკურის განცხადებას ეხმაურება, რომელმაც დეპუტატ არჩილ გორდულაძის მიერ სასტუმროში ბრიფინგის გამართვა გააკრიტიკა. აბაშიძის შეფასებით, სასტუმროში ბრიფინგის გამართვა ჩვეულებრივი სამუშაო პროცესია და...