დიმიტრი ხუნდაძე: თეა წულუკიანის მიმართ ცილისწამების გამავრცელებლებს სასამართლოს წინაშე პასუხისგება მოუწევთ

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფ „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ მედიასთან გააკეთა კომენტარი რადიკალების მიერ პარლამენტის ვიცე-სპიკერ თეა წულუკიანის მისამართით სოციალურ ქსელში გავრცელებულ დეზინფორმაციაზე, თითქოს ის მეორედ დაოჯახდა.

დიმიტრი ხუნდაძის თქმით, თეა წულუკიანის მიმართ ცილისწამების გამავრცელებლებს სასამართლოს წინაშე პასუხისგება მოუწევთ.

“ოპოზიციონერები ქალბატონი თეას მიმართ ისვრიან სიბინძურეს და ეს დაუშვებელია. თეა წულუკიანს მათი ტალახი ვერ ეცხება, რადგან ის არის ძლიერი პიროვნება, სწორედ ამიტომ ებრძვიან მას. დაანებონ თავი ასეთ ბინძურ თამაშებს, რადგან ეს ტალახი მათ ბუმერანგივით უბრუნდებათ.

ნებისმიერ ქმედებაზე პასუხი უნდა აგოს ამ ქმედების ჩამდენმა, მით უმეტეს, როდესაც ის ყველანაირ სამართლებრივ და მორალურ წესებს სცილდება. ამ შემთხვევაში სამართლებრივი გზა გარდაუვალი იქნება და მათ მოუწევთ სასამართლოს წინაშე პასუხისგება“, – აღნიშნა დიმიტრი ხუნდაძემ.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

სოზარ სუბარი: ჩეხი მასპინძლები დაინტერესდნენ, გამჭვირვალობის კანონის შინაარსით, რა პერიპეტიები...

„ძალიან საინტერესო დისკუსია გაიმართა (ჩეხეთში გამართული შეხვედრებისას) საქართველოში მოქმედი გამჭვირვალობის კანონის შესახებ,“ - განაცხადა მედიასთან საუბარში საკანონმდებლო ორგანოს ვიცე-სპიკერმა, პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ სოზარ...