დიმიტრი ხუნდაძე რომეო მიქაუტაძის დაკავებაზე: პოლიტიკური თანამდებობის პირები მაღალი პასუხისმგებლობით უნდა გამოირჩეოდნენ და ვინც ამ პასუხისმგებლობის მიღმა გავა, მათ უნდა იცოდნენ, რომ ეს არის დასჯადი

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი “ხალხის ძალის” ხელმძღვანელი დიმიტრი ხუნდაძე რომეო მიქაუტაძის დაკავებას და კორუფციასთან ბრძოლასთან დაკავშირებით სახელმწიფოს პოლიტიკას მედიასთან ეხმიანება.

“კორუფცია ზღუდავს ქვეყნის პერსპექტივას, აზიანებს თავად ქვეყანას და საზოგადოებრივ ინტერესებსაც”- განაცხადა დეპუტატმა და აღნიშნა, რომ ხელისუფლების სიმკაცრე კორუფციის საკითხებთან დაკავშირებით სწორი და აუცილებელია.

“პოლიტიკური თანამდებობის პირები მაღალი პასუხისმგებლობით უნდა გამოირჩეოდნენ და ვინც ამ პასუხისმგებლობის მიღმა გავა, მათ უნდა იცოდნენ, რომ ეს არის დასჯადი. რა თქმა უნდა, ხელისუფლების მხრიდანაც სიმკაცრე არის აუცილებელი და ვფიქრობ, რომ საზოგადოებაც პოზიტიურად აფასებს ამას იმიტომ, რომ კორუფცია ზღუდავს ქვეყნის პერსპექტივას, აზიანებს თავად ქვეყანას და საზოგადოებრივ ინტერესებსაც. კიდევ ერთხელ ვამბობ, კორუფციისაგან ყველა უნდა იყოს შორს,”- განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

არჩილ გორდულაძე: სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში დადასტურდება, რომ წარმოდგენილი ფაქტები არის კონსტიტუციის...

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ განმარტა, რომ „სარჩელის განხილვა სასამართლოს პროცესზე, ეს არის პრევენცია“. მისივე განმარტებით, სარჩელის დაკმაყოფილების...