დიმიტრი ხუნდაძე: მაკკეინის ინსტიტუტი „დიიფ სთეითის“ მორიგი ფილიალია საქართველოში

მაკკეინის ინსტიტუტის მიერ ნიუ-იორკის კარნეგის კორპორაციისგან, ნახევარ მილიონიანი გრანტის მიღებას, რომელიც პოლიტპატიმრების ინტერესებისთვის ბრძოლას უნდა მოხმარდეს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე, დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე მედიასთან საუბარში გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მაკკეინის ინსტიტუტი „დიიფ სთეითის“ მორიგი ფილიალია საქართველოში.

მისივე თქმით, მაკკეინის ინსტიტუტს ადარდებს ამომრჩევლის მხარდაჭერა მმართველი გუნდისადმი და სურთ შეცვალონ რეალური სურათი.

„მაკკეინის ინსტიტუტი „დიიფ სთეითის“ მორიგი ფილიალია საქართველოში. გარედან შემოტანილი ფულით შიდა პოლიტიკის წარმოება და მორიგი არეულობის ორგანიზება სურთ. მათი ეს მცდელობაც უშედეგო იქნება იმიტომ, რომ საზოგადოება უკვე კარგად იცნობს მათ ასეთ გეგმებს.

თითქოს სამართლიანობისთვის იბრძვიან და მზია ამაღლობელის ბედი აინტერესებს, სინამდვილეში კი ადარდებთ ამომრჩევლის მხარდაჭერა მმართველი გუნდისადმი და სურთ შეცვალონ ეს.

ნიკა გვარამიას შეწყალება ზურაბიშვილის მხრიდან და ამაში მაკკეინის ინსტიტუტის მონაწილეობა აგენტების ერთმანეთზე ზრუნვაა და ამაში გასაკვირი არაფერია,“ – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

სოზარ სუბარი: ჩეხი მასპინძლები დაინტერესდნენ, გამჭვირვალობის კანონის შინაარსით, რა პერიპეტიები...

„ძალიან საინტერესო დისკუსია გაიმართა (ჩეხეთში გამართული შეხვედრებისას) საქართველოში მოქმედი გამჭვირვალობის კანონის შესახებ,“ - განაცხადა მედიასთან საუბარში საკანონმდებლო ორგანოს ვიცე-სპიკერმა, პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ სოზარ...