დიმიტრი ხუნდაძე: „ხალხის ძალა“ უნდა მოემზადოს 2028 წლის საპარლამენტო არჩევნებისათვის. ეს პროცესი იქნება ძალიან აქტიური

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის, „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ, მედიასთან ისაუბრა იმერეთში “ხალხის ძალის” ფრაქციის წევრებთან გამართულ შეხვედრაზე. ხუნდაძემ აღნიშნა, რომ შეხვედრაზე მიმოიხილეს როგორც ადგილობრივების პრობლემები, ასევე ზოგადი პოლიტიკური საკითხებიც. ამასთან, იმსჯელეს 2028 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობაზეც:

„ვიმსჯელეთ როგორც ზოგად პოლიტიკურ საკითხებზე, ასევე ადგილობრივ პრობლემებზეც. შევეხეთ პარტიული ცხოვრების შემადგენელ ნაწილსაც- უნდა მოვემზადოთ 2028 წლის საპარლამენტო არჩევნებისათვის“ – განაცხადა ხუნდაძემ.

დეპუტატმა აღნიშნა, რომ გეგმავენ ოფისების გახსნას ჯერ ადმინისტრაციულ ცენტრებში, ხოლო შემდგომ ყველა მუნიციპალიტეტში.

„ვიმსჯელეთ როგორც ზოგად პოლიტიკურ საკითხებზე, ასევე ადგილობრივ პრობლემებზეც. შევეხეთ პარტიული ცხოვრების შემადგენელ ნაწილსაც- უნდა მოვემზადოთ 2028 წლის საპარლამენტო არჩევნებისათვის. პირველ ეტაპზე ჩვენ ვგეგმავთ რეგიონულ ცენტრებში, შემდგომ კი უკვე ყველა მუნიციპალიტეტში ოფისების გახსნას. რა თქმა უნდა ეს პროცესი იქნება ძალიან აქტიური“ – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

გლობალური შიმშილის ინდექსით, საქართველო საუკეთესო ქვეყნებს შორის დასახელდა, უკრაინა და მოლდოვა...

გამოქვეყნდა გლობალური შიმშილის 2026 წლის ანგარიში. კვლევის მიხედვით, უკიდურესი გასაჭირის გამომხატველი ეს პრობლემა შეფასებულია 4 ფაქტორით - მოსახლეობის არასაკმარისი გამოკვება; წონის კლება ბავშვებში; ბავშვების...