დავით მათიკაშვილი: ეს იყო მკაფიო გამოხატულება იმისა, თუ როგორ კარგავენ ადამიანები მორალს. სხვას ვერაფერს დავარქმევ იმ სისაძაგლესა და არამზადობას, რაც ცალკეული ადამიანების მხრიდან ვიხილეთ

დავით მათიკაშვილი გლოვის დღეებში გარკვეული ჯგუფების მიერ გაკეთებულ განცხადებებს ეხმაურება. საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ეს მორალის დაკარგვის გამოხატულებაა.

„ეს იყო მკაფიო გამოხატულება იმისა, თუ როგორ კარგავენ ადამიანები მორალს, როგორ იცლებიან მორალისგან და ალბათ როგორ ასრულებენ იმ დავალებას, რაც წლების განმავლობაში, უცხოეთიდან დაფინანსების შედეგად იყო მათზედ გათვალისწინებული, თუ როგორ უნდა მოქცეულიყვნენ კონკრეტულ მომენტში. სხვას ვერაფერს დავარქმევ იმ სისაძაგლესა და არამზადობას, რაც ცალკეული ადამიანების მხრიდან ვიხილეთ“, – აცხადებს მათიკაშვილი.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

მერცი: ჩვენს ქუჩებში ძალადობის ადგილი არ არის და ჩემი მთავრობა ამ...

გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა შაბათ-კვირას გერმანიის რამდენიმე ქალაქში მომხდარი არეულობებისა და ძალადობის ორგანიზატორების წინააღმდეგ მკაცრი ზომების გატარება მოითხოვა. „ჩვენს ქუჩებში ძალადობის ადგილი არ არის და...