დავით ლორთქიფანიძე: „ზარაფხანა“ გაიტანეს აუქციონზე და 8,5 მილიონის საწესდებო კაპიტალის საწარმო, სადაც 5 მილიონზე მეტი ოქროს ნაკეთობები ინახებოდა, გაყიდეს მილიონ ნახევარ ლარად – ფაქტობრივად, აჩუქეს რუსეთის მოქალაქე კობა ნაყოფიას, რომელიც მაშინ ჩამოიყვანეს რუსეთიდან

სამ თვეში ეს საწარმო მოამზადეს საპრივატიზაციოდ, გაიტანეს აუქციონზე და 8,5 მილიონის საწესდებო კაპიტალის საწარმო, სადაც 5 მილიონზე მეტი ოქროს ნაკეთობები ინახებოდა, გაყიდეს მილიონ ნახევარ ლარად, – ამის შესახებ 2000-2004წლებში შპს “ეროვნული ზარაფხანას” გენერალურმა დირექტორმა, დავით ლორთქიფანიძემ, საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა.

ლორთქიფანიძის თქმით, „ზარაფხანა“ ფაქტობრივად რუსეთის მოქალაქე კობა ნაყოფიას აჩუქეს, რომელიც დღესაც „ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერია. მან ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ „ეროვნული ზარაფხანა“ 2000-ლარიანი საწესდებო კაპიტალის შპს-ს გადასცეს.

„მაშინ ვთქვი, ოქრო კარაქი ხომ არ არის, მალფუჭებადი რომ იყოს, რას აკეთებთ, რატომ ყიდით? – მოკლედ, გაიყიდა ეს საწარმო და რაოდენ საინტერესოა, რომ ეს საწარმო ფაქტობრივად აჩუქეს რუსეთის მოქალაქე კობა ნაყოფიას, რომელიც მაშინ ჩამოიყვანეს რუსეთიდან. ნაყოფია დღესაც არის “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი და ერთ-ერთი დონორი. მაშინ სამართლებრივად შპს-ს დაფუძნებას სჭირდებოდა 2000-ლარიანი საწესდებო კაპიტალი. სასწრაფოდ დააფუძნეს შპს საცხოვრებელი ბინის მისამართზე და ამ 2000-ლარიანი საწესდებო კაპიტალის შპს-ს მისცეს საქართველოს ეროვნული ზარაფხანა.
[ოქროს ნაკეთობების გარდა] იყო მიწა და 4 სართულიანი შენობა-ნაგებობა, სულ დაახლოებით 30 000 კვადრატული მეტრი. დიღომში მაშინდელი კვადრატული მეტრის ფასი რომ გადაიანგარიშოთ, დაახლოებით 9-10 მილიონი დოლარის იყო მარტო ეს ყველაფერი და ასე ჩაიგდეს ხელში მილიონ ნახევარ ლარად,“ – განაცხადა დავით ლორთქიფანიძემ.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ირაკლი კობახიძე: მრგვალი მაგიდა ეძღვნება ევროპაში დემოკრატიის მდგომარეობას, ყველა თემასთან დაკავშირებით...

მრგვალი მაგიდა ეძღვნება ევროპაში დემოკრატიის მდგომარეობას. ყველა თემასთან დაკავშირებით გამოვხატავთ ჩვენს პოზიციას, მათ შორის საქართველოს პერსპექტივიდან, ვეცდებით, დავანახოთ ჩვენს ევროპელ მეგობრებს არსებული ვითარება და...