დავით ქართველიშვილი საქართველოში USAID-ის არამიზნობრივ ხარჯებზე: ასე ნელ-ნელა ვუახლოვდებით იმ 115 მილიონს, რომელიც USAID-მა ჩვენთან თითქოსდა წინასაარჩევნო პერიოდში დახარჯა

„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი საქართველოში USAID-ის მიერ გაწეული არამიზნობრივი ხარჯის კიდევ ერთ მხილებულ ფაქტზე საუბრობს. როგორც ის წერს, ამჯერად 25 მილიონი ილონ მასკმა აღმოაჩინა. თანხა, როგორც ქართველიშვილი წერს „მწვანე ტრანსპორტის“ განვითარებას უნდა მოხმარებოდა.

„კიდევ ერთი 25 მილიონი აღმოაჩინა ილონ მასკმა USAID-ის ხაზით დახარჯული საქართველოში. ამჯერად, „მწვანე ტრანსპორტის“ განვითარებისთვის. „მწვანე ტრანსპორტიდან“ საქართველოში მე მარტო „მწვანე ავტობუსები“ ვიცი – თუ ვინმეს რამე დამატებითი ინფორმაცია გაქვთ, დამავალებთ გაზიარებით. ასე ნელ-ნელა ვუახლოვდებით იმ 115 მილიონს, რომელიც USAID-მა ჩვენთან თითქოსდა წინასაარჩევნო პერიოდში დახარჯა – კი ბატონო, ამას „რუსული წყარო“ იუწყება და არ დავუჯეროთ. ამ ეტაპზე დავუჯეროთ ილონ მასკს…“ – წერს დავით ქართველიშვილი.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ლაშა გეგეჭკორი: „საქართველო ივანიშვილის გარეშე“ – ეს ნიშნავს, საქართველო მშვიდობის, ქვემოქმედებისა...

მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვის, კახეთის და შიდა ქართლის სააგენტოების კონცეპტუალური პროექტის თანაავტორი ლაშა გეგეჭკორი სოციალურ ქსელში წერს, რომ ბიძინა ივანიშვილის გარეშე ქვეყნის წარმოდგენა მშვიდობისა...