დავით ქართველიშვილი: რიტორიკული შეკითხვა- რა ატყდება დღეს საქართველოში, ლიეტუვის, ლატვიის, ესტონეთის, დანიის, პოლონეთის, ჩეხეთის და აწ უკვე გერმანიის მსგავსად, ჩვენც რომ გავაძევოთ სამშობლოში სამობილიზაციო ასაკის უკრაინელები?

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი, დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში სვამს რიტორიკულ შეკითხვას და მიუთითებს ორმაგ სტანდარტებზე საქართველოს მიმართ. ლიეტუვა, ლატვია, ესტონეთი, დანია, გერმანია, პოლონეთი და ჩეხეთი აძევებენ უკრაინაში სამობილიზაციო ასაკის უკრაინელებს. ქართველიშვილი სვამს შეკითხვას, რა რეაქციას გამოიწვევს „შიგევროპელების“ რიგებში, საქართველომაც ამგვარი გადაწყვეტილება რომ მიიღოს. ანალიტიკოსი ხაზს უსვამს სხვა არათანმიმდევრულ პოზიციებსაც, რასაც პრო-ევროპელები ქვეყანაში ავლენენ:

„ა! ა, კიდო! ახლა კი რიტორიკული შეკითხვა: თქვენი აზრით, რა ატყდება დღეს საქართველოში, ლიეტუვის, ლატვიის, ესტონეთის, დანიის, პოლონეთის, ჩეხეთის და აწ უკვე გერმანიის მსგავსად, ჩვენც რომ გავაძევოთ სამშობლოში სამობილიზაციო ასაკის უკრაინელები. ანუ, საქართველოს მხრიდან ევროპელების გამოცდილების გაზიარება, რას გამოიწვევს შიგევროპელების რიგებში. და ბარემ მეორე რიტორიკულიც: შედის თუ არა კრემლის ინტერესებში, მათ წინააღმდეგ მებრძოლი ჯანსაღი კონტინგენტი რომ არ იღებს მონაწილეობას რუსეთის განადგურებაში და საქართველოში იმალება. და, ჯანდაბაც, მესამე და ბოლო: არიან თუ არა კრემლის ინტერესების გამტარებელი ისინი, ვინც საქართველოში ევროპის ამ გამოცდილების გაზიარებას აუჯანყდება. დიდი მადლობა ყურადღებისთვის” – წერს დავით ქართველიშვილი.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

პროკურატურა: რომეო მიქაუტაძემ აღიარა ჩადენილი დანაშაული, ითანამშრომლა გამოძიებასთან, მოინანია, აანაზღაურა ზიანი...

სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, სამეწარმეო საქმიანობაში უკანონო მონაწილეობის, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო და...