დავით ქართველიშვილი: ეს უკვე სირცხვილიც არაა – ეს არის “დიფ სთეიტის” ღია შეტევაში გადასვლა და ევროპის დემოკრატიული “ფასეულობების” ფეხქვეშ დემონსტრაციული გათელვა – ანუ, ყველაფერი ის, რაზეც აქამდეც არაერთხელ მოგახსენეთ. ამჯერად სამიზნე – პრაღაა

ეს უკვე სირცხვილიც არაა – ეს არის “დიფ სთეიტის” ღია შეტევაში გადასვლა და ევროპის დემოკრატიული “ფასეულობების” ფეხქვეშ დემონსტრაციული გათელვა – ანუ, ყველაფერი ის, რაზეც აქამდეც არაერთხელ მოგახსენეთ. ამჯერად სამიზნე – პრაღაა. როგორც კი ჩეხეთის მომავალ საპარლამენტო არჩევნებში გამოიკვეთა ქვეყნის ექს-პრემიერის ანდრეი ბაბიშის პარტია ANO-ს მზარდი რეიტინგი და გამარჯვების უპირობო პერსპექტივები – “დიფ სთეიტის” ჩეხურმა ფილიალმა მიმართა საფრანგეთში, გერმანიაში, რუმინეთში, უკრაინასა და მოლდოვაში ნაცად ხერხს: ანდრეი ბაბიშის წინააღმდეგ კორუფციის ფიქტიური ბრალდებით გამოტანილი გამამართლებელი განაჩენი გაუუქმეს, ხოლო საქმე კვლავ სასამართლოში იქნა გადაგზავნილი – წერს „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.

როგორც ქართველიშვილი აღნიშნავს, პარტიის რეიტინგი ისედაც მუდმივად 30%-ს აჭარბებდა, მაშინ როცა ამჟამინდელი მმართველი კოალიცია „ერთად“ დაახლოებით 20%-ს თუ აღწევს. საქმის ხელახლა განხილვამდე ექსპერტები თანხმდებოდნენ, რომ ბაბიში 2021 წლის არჩევნებში დამარცხების შემდეგ, რეაბილიტაციას და პრემიერ-მინისტრის თანამდებობის დაბრუნებას შეძლებდა.

„ეს უკვე სირცხვილიც არაა – ეს არის “დიფ სთეიტის” ღია შეტევაში გადასვლა და ევროპის დემოკრატიული “ფასეულობების” ფეხქვეშ დემონსტრაციული გათელვა – ანუ, ყველაფერი ის, რაზეც აქამდეც არაერთხელ მოგახსენეთ. ამჯერად სამიზნე – პრაღაა. როგორც კი ჩეხეთის მომავალ საპარლამენტო არჩევნებში გამოიკვეთა ქვეყნის ექს-პრემიერის ანდრეი ბაბიშის პარტია ANO-ს მზარდი რეიტინგი და გამარჯვების უპირობო პერსპექტივები – “დიფ სთეიტის” ჩეხურმა ფილიალმა მიმართა საფრანგეთში, გერმანიაში, რუმინეთში, უკრაინასა და მოლდოვაში ნაცად ხერხს: ანდრეი ბაბიშის წინააღმდეგ კორუფციის ფიქტიური ბრალდებით გამოტანილი გამამართლებელი განაჩენი გაუუქმეს, ხოლო საქმე კვლავ სასამართლოში იქნა გადაგზავნილი.

საქმის დეტალებით არ მოგაწყენთ, მთავარს მოგახსენებთ: საქმის სასამართლოში დაბრუნების გადაწყვეტილება საპარლამენტო არჩევნებამდე სულ რაღაც რამდენიმე თვით ადრე იქნა მიღებული, რომელსაც მემარჯვენე პოპულისტური ANO ფავორიტად იქნა მიჩნეული. პარტიის რეიტინგი ისედაც მუდმივად 30%-ს აჭარბებდა, მაშინ როცა ამჟამინდელი მმართველი კოალიცია „ერთად“ დაახლოებით 20%-ს თუ აღწევს. საქმის ხელახლა განხილვამდე ექსპერტები თანხმდებოდნენ, რომ ბაბიში 2021 წლის არჩევნებში დამარცხების შემდეგ, რეაბილიტაციას და პრემიერ-მინისტრის თანამდებობის დაბრუნებას შეძლებდა – მაგრამ “დიფ სთეიტი” სულ სხვანაირად ფიქრობდა.“ – წერს ქართველიშვილი.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

არჩილ გორდულაძე: სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში დადასტურდება, რომ წარმოდგენილი ფაქტები არის კონსტიტუციის...

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ განმარტა, რომ „სარჩელის განხილვა სასამართლოს პროცესზე, ეს არის პრევენცია“. მისივე განმარტებით, სარჩელის დაკმაყოფილების...