დავით ქართველიშვილი: დღეს „ტოპ ტვინების“ ციებ-ცხელების დღეა – ტულსი გაბარდის სახეზე КГБ ამოიკითხეს, ბრიტანეთის სპეცსამსახურების ახალი შეფის, ქალბატონ მეტრეველის გენეალოგიაში კი – რუსოფობია

„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა ნაცმოძრაობის რეჟიმის ერთ-ერთი სახის, გიორგი არველაძის განცხადებას, რომელმაც აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი შეაფასა სოციალურ ქსელში და დაწერა: „მას სახეზე აწერია კგბ. აშშ-ის სირცხვილია, რომ ასეთ ადამიანებს აძლევს ძალაუფლებას. სირცხვილი.“

დავით ქართველიშვილის განმარტებით, რადიკალებმა მორიგი არაადეკვატური დასკვნა გამოიტანეს, როცა ტულსი გაბარდის სახეზე КГБ ამოიკითხეს, ბრიტანეთის სპეცსამსახურების ახალი შეფის, ქალბატონ მეტრეველის გენეალოგიაში კი – რუსოფობია.

„დღეს „ტოპ ტვინების“ ციებ-ცხელების დღეა, რამეთუ მზეზე მაგნიტური ქარიშხალი ყოფილა. დასავლეთის სპეცსამსახურებს გადასწვდნენ და, რა თქმა უნდა, იქაც რუსეთი დაინახეს – ცნობილმა ფიზიონომისტმა არველაძემ ტულსი გაბარდის სახეზე КГБ ამოიკითხა. აკაცუკების შტატგარეშე ანთროპოლოგმა ნანულამ კი, ბრიტანეთის სპეცსამსახურების ახალი შეფის, ქალბატონ მეტრეველის გენეალოგიაში, სომხურ-პოლონურ-ებრაულ- ქართულ ფესვებში კი, პირიქით – რუსოფობია ამოიკითხა და ამ აღმოჩენით მთელი დღე “ქოცებს” აშინებს.

მერე კი წაუკითხეს მეტრეველის ცნობილი ციტატა: “ჩვენ საფრთხეს რუსეთიდან კი ველოდებით, მაგრამ, არა – რუსი ხალხისგან” – და საგონებელში ჩავარდა: ორი უცნობით ასეთი განტოლება ცხოვრებაში ჯერ არ ამოუხსნია – ამით მეტრეველს რისი თქმა უნდოდა, ნანულა გაიხლართა“, – წერს დავით ქართველიშვილი.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

არჩილ გორდულაძე: სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში დადასტურდება, რომ წარმოდგენილი ფაქტები არის კონსტიტუციის...

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ განმარტა, რომ „სარჩელის განხილვა სასამართლოს პროცესზე, ეს არის პრევენცია“. მისივე განმარტებით, სარჩელის დაკმაყოფილების...