დავით ქართველიშვილი: ჩატარდა ნაცმოძრაობის ცვილის ფიგურების ავატართა პირველი ყრილობა, სადაც მიღებული იქნა არაერთი ვირტუალური გადაწყვეტილება – მათ შორის საქართველოში ავატარული არჩევნების ჩატარების თაობაზე. მანამდე ვირტუალურ ხელისუფლებას სათავეში ჩაუდგება დროებითი ავატარული მინისტრთა კაბინეტი, რომლის ჩამოყალიბება მოხდება ექსტრასენსორული გზით ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით

“საქართველოში ჩატარდა ნაცმოძრაობის ცვილის ფიგურების ავატართა პირველი ყრილობა. ეს არის ბელად-ავატარის ინოვაციურ მოწოდებაზე – მყისიერი გამოხმაურება”- წერს “ხალხის ძალის” წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.

“სექტანტების რეალური პერსონაჟების ფიზიკური დასწრება (მაგალითად თინათინ ბოკუჩავა) – ამიერიდან აღარ იქნება სავალდებულო, ყრილობაზე მათ ავატარები ჩაანაცვლებენ. ყრილობა გახსნა მიხეილ სააკაშვილის ავატარმა, ხოლო საპატიო სტუმრის რანგში – სიტყვით გამოვიდა ჯო ვილსონის ავატარი. სპეციალური სპირიტული სეანსის მეშვეობით – სხდომას დაესწრო ჯოჯოხეთიდან დროებით გამოძახებული ლინდსი გრემის სულის ჰოლოგრამა. ავატართა ნაც-ყრილობაზე მიღებული იქნა არაერთი ვირტუალური გადაწყვეტილება – მათ შორის საქართველოში ავატარული არჩევნების ჩატარების თაობაზე, რომელშიც აღარ მიიღებენ მონაწილეობას რეალური პოლიტიკური სუბიექტები. მანამდე ვირტუალურ ხელისუფლებას სათავეში ჩაუდგება დროებითი ავატარული მინისტრთა კაბინეტი, რომლის ჩამოყალიბება მოხდება ექსტრასენსორული გზით ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით.”-წერს ქართველიშვილი.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

თენგიზ შარმანაშვილი ირაკლი კუპრაძის ბრალდებაზე, რომ შარმანაშვილის პოლიტიკურმა გუნდმა ბადრი ჯაფარიძე...

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, თენგიზ შარმანაშვილი “ლელოს” წევრის, ირაკლი კუპრაძის ბრალდებას გამოეხმაურა, რომელმაც აღნიშნა, რომ ბადრი ჯაფარიძე, რომელიც ზვიად...