დავით ქართველიშვილი: ამერიკის მსგავსად, გერმანიაც საწვავის ფასებზე აწუწუნდა – რუსული საწვავი გვინდაო, რადგან მოსკოვში ბენზინი ევროპულ დედაქალაქებსა და თბილისზე გაცილებით იაფია

რუსული საწვავისადმი ევროპის ქვეყნების ინტერესი ახსნა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში „ხალხის ძალის“ წევრმა დავით ქართველიშვილმა. როგორც ექსპერტი წერს, ერთ-ერთი მიზეზი, შესაძლოა, რუსული საწვავის დაბალი ფასი იყოს.

დავით ქართველიშვილს მაგალითად რამდენიმე ქვეყანა მოჰყავს, სადაც საწვავის ფასი რუსულისას თითქმის სამჯერ აღემატება და მათ შორისაა გერმანია, რომელიც ღიად გამოთქვამს ინტერესს ამ ბაზრის მიმართ.

„შეიძლება დაგაინტერესოთ და მიხვდებით, ამერიკის მსგავსად რატომ დაიწყო უკვე დღეს გერმანიამაც ენერგოწუწუნი: ჩვენც გვინდაო რუსული საწვავი. მოდით შევადაროთ მოსკოვის ფასები – ევროპულს, და ბოლოს ჩვენი თბილისური ტკივილიც გავიზიაროთ. მაშ ასე, 2026 წლის 16 ოქტომბერი (ფასები მომყავს პირდაპირ ლარების ექვივალენტში):
მოსკოვი: ბენზინი პრემიუმი (95) – 2,45 ₾; დიზელი – 2,58 ₾
პარიზი: ბენზინი პრემიუმი (95) – 6,43 ₾; დიზელი – 6,78 ₾
ბერლინი: ბენზინი პრემიუმი (95) – 6,43 ₾; დიზელი – 6,61 ₾
ათენი: ბენზინი პრემიუმი (95) – 6,40 ₾; დიზელი – 6,17 ₾
ბუდაპეშტი: ბენზინი პრემიუმი (95) – 5,09 ₾; დიზელი – 5,65 ₾
კოპენჰაგენი: ბენზინი პრემიუმი (95) – 7,74 ₾; დიზელი – 7,30 ₾
თბილისი: ბენზინი პრემიუმი (95) – 4,28 ₾; დიზელი – 4,96 ₾,“- წერს დავით ქართველიშვილი.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ირაკლი კობახიძე: ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო კომპლექსი – „ასკანელი რეზორტი“ კახეთს კიდევ უფრო...

მიხარია, რომ ამ უმშვენიერეს სოფელ სანავარდოში ვხსნით დღეს ხუთვარსკვლავიან სასტუმრო კომპლექსს - „ასკანელი რეზორტს“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ სასტუმრო კომპლექსის -...